ქალი გსურთ უფრო ლამაზი და ჯანსაღი თმა? მაშინ ნუ გააკეთებთ "ამას" ძილის წინ 2020, 4 იანვარი, 19:57 თითოეული გოგონა ძილის წინ არაერთ საგანგებო რიტუალს ასრულებს - იღებს აბაზანას, იხეხავს კბილებს, იმუშავებს კანს ლოსიონით, სხვადასხვა საცხებითა და შრატებით. მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი საკუთარი თმისთვის არაფერს აკეთებს. თუკი თქვენ ძილის წინ თმის მოვლის რამდენიმე წესს დაიცავთ, ის ბევრად უფრო ლამაზი და ჯანმრთელი გახდება.დაიმახსოვრეთ ერთი მნიშვნელოვანი წესი: სველი თმით დაძინება კატეგორიულად აკრძალულია! სველი თმა ძალიან დაუცველია, ხოლო თუკი ძილის წინ თქვენ "კოსას" ან ე.წ. "ცხენის კუდს" გაიკეთებთ ეს კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ - იცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში თმა ელასტიურობასა და ჯანსაღ იერს დაკარგავს.თუ თქვენ ძალიან გრძელი თმა გაქვთ, რომელიც ძილში ხელს გიშლით, შეიკარით დაბალი კუდი სპეციალური თმის ლენტით ან დაიწანით ნაწნავი, მაგრამ არა მჭიდროდ. დილით თქვენი ვარცხნილობა მართლაც გაგაოცებთ.არსებობს ასევე მითი იმის შესახებ, რომ თმას რაც უფრო ხშირად დავივარცხნით, ის მით უფრო აბრეშუმისებრი გახდება. დაიმახსოვრეთ - არ არის საჭირო ძილის წინ თმის 100 - ჯერ დავარცხნა.პროფესიონალები თვლიან, რომ თმის ღერზე გადაჭარბებული ზემოქმედება, თმის შეუქცევად დაზიანებას იწვევს, განსაკუთრებით კი თუ ის მყიფე და მტვრევადია. საკმარისია თმა ბუნებრივი ჩოთქით მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოივარცხნოთ.და კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი რჩევა - უპირატესობა ყოველთვის აბრეშუმის ბალიშის პირს მიანიჭეთ. ის ლოგინის თეთრეულის არა მხოლოდ ლამაზი ატრიბუტია, არამედ მას სასარგებლო ფუნქციაც გააჩნია. აბრეშუმის ბალიშის პირი ხახუნის ძალას ამცირებს, რაც თმის დაბერების პროცესს ანელებს. გარდა ამისა, აბრეშუმი ტენიანობას არ შთანთქავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თმას არ აშრობს.ნუ დაგვავიწყდებათ ასევე, ძილის წინ ოთახის განიავება, გახსოვდეთ, რომ ჩახუთულ ოთახში თავის კანი არა მხოლოდ სწრაფად ოფლიანდება, არამედ ცხიმიანდება კიდეც.211 შეფასება არ არის |