მთვრალმა ჯენიფერ ლოურენსმა "ოსკარის" ცერემონიალზე თავი სახალისოდ "გამოიჩინა"
2020, 4 იანვარი, 16:30
2018 წელს "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი საკმაოდ შეზარხოშებული გამოცხადდა. განა პრემია არაა საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ 27 წლის მსახიობს ემხიარულა და ეს ყოველივე ალკოჰოლური სასმელით აღენიშნა? მსახიობი გრაციოზულად დადიოდა მთელ დარბაზში ფუჟერით ხელში. არც ჰოლივუდის ცოცხალ ლეგენდასთან მისულა მსახიობი სსმელით სავსე ფუჟერის გარეშე, თუმცა ვარსკვლავმა ის გულთბილად მიიღო. წითელ ხალიჩაზე ლოურენსმა "აფრები გაშალა", რითაც დამსწრე საზოგადოების ხალისიანი სიცილი გამოიწვია. მთვრალი მსახიობი წითელ ხალიჩაზე კადრებს აფუჭებდა, თუმცა არავინ გაბრაზებულა ამის გამო, მეტიც ყველა პოზიტიურ განწყობაზე დააყენა მისმა საქციელმა. როგორც იცით ლოურენსი "ოსკაროსანი" მსახიობია და მას აქვს უფლება თავს მხიარულების უფლება მისცეს. მთვრალი, მაგრამ ხალისიანი და პოზიტიური ლოურენსი. მსახიობის გამომეტყველება ადასტურებს, რომ ის უკვე საკმაოზე მეტადაა ნასვამი.