x
სისხლიანი თავდასხმა პარიზითან
image


ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა პარიზის გარეუბანში მომხდარი შემთხვევის შედეგად. მათ თავს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა. ინცინდენტი ქალაქ ვილჟუიფში მოხდა ( ვალ-დე-მარნის დეპარტამენტი), რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დედაქალაქს.


პოლიცია პარკის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა გამოიძახა, როცა დანით შეიარაღებული მამაკაცი შენიშნა. პოლიციის მიახლოებაზე მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა და მოასწრო, სამი ადამიანისთვის ჭრილობები მიეყენებინა. შემდეგ კი შეეცადა ახლო მდებარე სავაჭრო ცენტრისთვის შეეფარებინა თავი და იქ მიმალულიყო. დაჭრილთაგან ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.


პროკურორმა, ლორ ბეკომ განაცხადა: " ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ სისხლიანი თავდასხმისას ბოროტმოქმედს სხვა პირებზეც უნდოდა თავდასხმა, რომლებმაც გაქცევა მოასწრეს. სამწუხაროს სამმა მათგანმა გაქცევა ვერ მოსწრო და ერთი ადგილზე დაიღუპა".



ბოროტმოქმედის შეპყრობისას გაჩნდა ვერსია, რომ მას ტანზე დამონტაჟებული ჰქონდა ასაფეთქბელი მოწყობილობა, რაც შემდგომში არ დადასტურდა. თავდამსხმელის ვინაობაზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. არც მოტივზე, თუ რატომ დაესხა თავს მოქალაქეებს.

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
154