x
ეზეკიელ წინასწარმეტყველის გოგისა და მაგოგის, მსოფლიო იმპერიათა უკანასკნელი ჟამის ანუ აპოკალიფსური ეპოქის, მსოფლიოს უკანასკნელი უდიდესი იმპერიის შესახებ

imageიაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი (მიდია), იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი (ანუ თირამი). გომერის (კიმერის) ძენი: ასკენაზი, რიფათი და თოგარმა.

ეზეკიელ წინასწარმეტყველის გოგისა და მაგოგის, მსოფლიო იმპერიათა უკანასკნელი ჟამის ანუ აპოკალიფსური ეპოქის, მსოფლიოს უკანასკნელი უდიდესი იმპერიის შესახებ.
ავტორი: მკვლევარი დანიელ სავანელი.
ეზეკიელ წინასწარმეტყველთან, 38-ე და 39-ე თავებში, პირდაპირ არის ნათქვამი, "მაგოგ-ის" იმპერიის წინამძღოლის "გოგ-ის", უზარმაზარი და უკანასკნელი იმპერიის შესახებ, რომელიც ჩრდილოეთის კიდეებიდან ურიცხვი ხალხითურთ წამოვაო ანუ იმპერია გაფართოვდებაო. აქვე უნდა აღინიშნოს, “გოგის” და ბიბლიურ ეთნონიმ “მაგოგის” ეტიმოლოგიის შესახებ. გოგი ამ შემთხვ. თავად მაგოგიდან უნდა იყოს წარმოებული. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, მაგოგი არა ებრაული წარმოშობის სიტყვაა. მთელი ბიზანტიური ქრისტიანული სამყარო, კი ტერმინ მაგოგს, თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ადრე მცხოვრებ ჯერ ინდოევროპელ კიმერიელებს, მერე სკვითებს და შემდგომ მონგოლოიდ ჰუნებს უკავშირებდა. სინამდვილეში კიმერიელთა ბიბლიური შესატყვისი, ბიბლიური ეთნარქი იაფეთის ძე გომერია. I საუკ. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ბიბლიურ “მაგოგს”, მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სკვითებთან აკავშირებდა. თავად ტერმინი მაგოგი უნდა მომდინარეობდეს ძვ. ჩინური სიტყვისაგან "მონგი"-დან, რაც ჩინურად დამპყრობს და ბარბაროსს ნიშნავს. თუმცა თავად ჩინელებიც ეთნოგენეზისით მონგოლოიდები არიან. მონგიდან წარმოიშვა ტერმინი მონგოლოიდი, ასევე მონგიდან არის წარმოშობილი ბიბლიური ეთნარქის იაფეთის ძე მაგოგის სახელი. სწორედ ძვ. ჩინელებმა უწოდეს გაუთავებელ დამპყრობლებს ჰუნებს, დამპყრობლები, იგივე ბარბაროსები ანუ მონგი. რომლებმაც ჰუნების მონგოლოიდური ტომების, გაუთავებელი თავდასხმებისაგან თავის დასაცავად, ააგეს ჩინური კედელი. მაშინ როგორც ცნობილია, თავდაპირველად ეს ჰუნები, ჩინეთის ჩრდ. დასავლეთით სახლობდნენ, საიდანაც შემდგომ მთელ რუსეთს და აღმოსავლეთ ევროპას მოედვნენ.
ეზეკიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება, "გოგ-ზე" და "მაგოგ-ის" იმპერიაზე, ეხება და მოიცავს, როგორც ძველ დროს ანუ ეზეკიელის დროს, რომელიც მოღვაწეობდა ძვ. წ. VI საუკუნეში, ასევე "უკანასკნელ წლებს", "ბოლო ჟამის", “უკანასკნელი ჟამის”, "აპოკალიფსური წლები" ანუ მსოფლიოს უკანასკნელ იმპერიათა ბოლო ჟამის წლებს და ქვეყნებს შორის ომების უკანასკნელ წლებს, კაცობრიობის "ოქროს ათასწლეულის" დადგომამდე. ეზეკიელის 38-ე და 39-ე თავებში მოხსენიებული ყველაზე გამორჩეული, მსოფლიოს უკანასკნელი, მაგოგის იმპერია, დანიელ წინასწარმეტყველის უკანასკნელ იმპერიას, დანიელის ეპოქიდან დღევანდელ დღემდე მეოთხე სამეფოს, მეოთხე მხეცს, ანუ მეოთხე მსოფლიოს-მპყრობელურ იმპერიას შეესაბამება. იგივე იმპერიას აღწერს ეზრა წინასწარმეტყველი. ეს ყველაზე სისხლიანი, მსოფლიოს უდიდესი და უკანასკნელი იმპერია, იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსში, შვიდთავიან და ათრქიან წითელ მხეცად არის მოხსენიებული. დანიელის ეპოქიდან დღევანდელ დღემდე ანუ იმპერიათა ბოლო ჟამამდე, შემდეგი მსოფლიოს-მპყრობელური იმპერიები ვიხილეთ. I მხეცი ანუ I მსოფლიოს-მპყრობელური იმპერია დანიელის დროიდან იყო, სემიტების მიერ შექმნილი ბაბილონის იმპერია. II მხეცი, II სამეფო, სპარსელების მიერ შექმნილი, მიდიისა და სპარსეთის იმპერია მიდო-სპარსეთი. III მხეცი, ბერძენთა და ლათინთა მიერ შექმნილი, ჯერ ბერძნული, მერე რომისა და შემდგომ ბიზანტიური იმპერია ანუ ბერძნულ-ლათინური იმპერია ე. ი. ბერძნულ-რომაულ-ბიზანტიური იმპერია. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდგომ, IV მხეცად, IV მსოფლიო იმპერიად, ბიბლიიდან ცნობილი მაგოგის ტერიტორიაზე, ივანე მრისხანეს მიერ საფუძველ ჩაყრილი, რუსეთის იმპერია მოგვევლინა. რომელიც თვით ბოლო ჟამამდე დარჩებოდა უკანასკნელ და მსოფლიო ისტორიაში უდიდესს იმპერიად, ასე იყო ნაწინასწარმეტყველები.

იხილეთ: დანიელ წინასწარმეტყველი თავი VII მ.7--28. მესამე ეზრა თავი XII მ.10--28. ეზეკიელი თავი 38-39. იოანეს აპოკალიფსი თ. XII-X VII.
ორივე შემთხვევაში, ეზეკიელის დროშიც და უკანასკნელ ხანებშიც, მაგოგის იმპერიის მთავარი და წინამძღოლი გოგი, მოხსენიებულია როგორც ბიბლიური "გომერის" ტომების ანუ ჩრდ. კიმერიელების და ბიბლიური "როშას" (როშა-შემდგომდროინდელი რუსეთი) ტომების მთავრად. ამავე დროს თუბალისა და მეშექის ბატონად. ბიბლიური თუბალი, ასურულად ტაბალი, იგივე ტიბარენები, წარმომდგარია ეთნონიმ "სუბერი-დან" (სუბართუ-დან, სუბარები, შემდგომ იბერები). დღეს ბიბლიური თუბალი, იბერად იწოდება და იბერიას ნიშნავს. ბიბლიური მეშექი, იგივე მოსოხი, იგივე ასურულად მუსკები, იგივე მესხებია და მესხებს აღნიშნავს. მოვუსმინოთ ეზეკიელ წინასწარმეტყველს, ეზეკიელი ამბობს, თავი 38-ე მ1--9: " მ.1 იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი. მ.2 ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ -- როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე. მ.3 უთხარი ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! მ.4 გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ, გამოგიყვან შენ და მთელ შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას მახვილიანს -- მ.5 სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით. მ.6 გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად. მ.7 გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენს წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ. მ.8 მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო, ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი. მ.9 აღიძრები და ქარიშხალივით შეხვალ, ღრუბელივით დაფარავ ქვეყანას მთელი შენი ურდოთი და ურიცხვი ხალხით, შენთან რომ არის.".
მივაქციოთ ყურადღება: “ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ... . თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად” (ეზეკ. თ. 38 მ.3--6) და კიდევ ეზეკიელი, თავი 39-ე მ.1--6: “მ.1 ადამიანის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს თქო უფალი ღმერთი, აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! მ.2 მოგატრიალებ, გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე. მ.3 გაგაგდებინებ მშვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ. მ.4 ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, თან რომ გახლავს; ყოველგვარ ონავარ ფრინველს და ველის მხეცებს მიგცემ შესაჭმელად. მ.5 ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი. მ.6 გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში, და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.”. (ეზეკიელი თ.39 მ.1--6). დიდი ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ეზეკიელის დრო სწორედ ის პერიოდია, როდესაც კოლხეთში ჩრდილოეთიდან სკვითები (იგივე კიმერიელთა ერთერთი შტო) შემოდიან, რომელთაც აგრეთვე ბიბლიაში “მაგოგელებს”, მათ წინამძღოლს კი “გოგს” უწოდებდნენ. “გოგი” “მაგოგის” წინამძღოლი. ეზეკიელის წინასწარმეტყველებათა ამ მუხლების, ისტორიული თვალსაზრისით განხილვისას, დიდი ივანე ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ ეზეკიელის დროს მთელი სამხრეთ კავკასია, წინა აზია კიმერიელებით გაივსოო. ამის შემდგომ, ასურელთა ანალებში მოხსენიებული: კოლხების, ტაბალების და მუსკების, ძველი დიდება აღარ ისმოდა ისტორიულ წყაროებშიო. ივანე ჯავახიშვილი, I ტომი, 1960წ. გამოცემა, გვ.416: " ‘დაბადების’ პირველი წიგნისა და ასურული წყაროების მოწმობით ტაბალსა და მუსკს (თუბალსა და მეშეხს) ორი ძლიერი ერის სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი, ეზეკიელ წინასწარმეტყველის დროს კი ისინი გოგისა და მაგოგის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ....". შემდეგ კიდევ, გვ.444: "ქართველი ტომების არსებობას კაპპადუკიასა და პონტოში ინდოევროპული ველური ხალხების შემოსევამ მოუღო ბოლო .... ეზეკიელს ამ განადგურების სურათი ასე აქვს აღწერილი: მოსოხი და თუბალი, რომელნიც მთელ ქვეყნიერებას შიშის ზარს გვრიდნენ, მახვილით დახოცილნი მთელი თავისი სიმრალითურთ მიწაში არიან დაფლული (თ.32 მ.26). ხოლო ვინც სიკვდილს გადარჩა, ის გოგის მონობას უნდა დამორჩილებოდაო (იქვე, თ.38 მ.2-- 3).”. ციტირების დასასრული.
სწორედ სკვითურ-კიმერიული და ნაწილობრივ მონგოლოიდური წარმომავლობის ხალხებმა, აგრეთვე “თოგარმას სახლის” ურდოებმა-გომერის მოდგმიდან, ეზეკიელი ამბობს: “გომერს თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს . . .” (ეზეკ. თ.38 მ.6), სწორედ ამ ტომებმა: “მაგოგმა”, “გომერმა”, “თოგარმამ” და “როშმა”, რომლებმაც დაიმორჩილეს კოლხები, მესხები, თუბალები და სხვა ხალხები აიძულეს ისინი რომ მათთან ერთად ელაშქრათ ისრაელის მთებზეო. ამიტომაც მოიხსენიება “გოგი” – თუბალისა და მეშექის მთავრად, ე. ი. გოგის მიერ დაპყრობილად. “როშა” – სლავი ინდო-ევროპელებისა და შესაძლებელია ერთ-ერთი მონგოლოიდური ტომის, ნარევი ტიპის ტომია, რომლებმაც შემდეგ საერთო სახელი მისცეს შემდგომ ჩამოყალიბებულ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ერთობას, “როშა” ანუ “რუს-ეთი”. მაგოგი კი რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს გადაადგილებულ ხალხთა საერთო გამაერთიანებელი სახელია ბიბლიაში. მოვუსმინოთ კვლავ ეზეკიელს, თავი 38-ე მ.14--16: "მ.14 ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; ....... მ.15 მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი. მ.16 წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, .....”. (ეზეკიელი თ.38 მ.14--16).
image
ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი ბიბლიურ ეთნოლოგიაზე, აგრეთვე ქართველი ერის უძველეს წარმომავლობაზე და იბერიულ-კავკასიური ტომების თავდაპირველი განსახლების არეალზე, საბჭოთა მთავრობის მითითებით, კატეგორიულად აკრძალულ იქნა. ბოლოს მხოლოდ მისმა მოწაფემ, სიმონ ყაუხჩიშვილმა ძლივს მოახერხა, თანაც სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის საშუალებით, ამ შესანიშნავი ნაშრომის გამოცემა 1960 წელს, რომელიც ჯავახიშვილის ოთხტომეულში, პირველ ტომში იქნა შეტანილი ადრინდელის მსგავსად დამატების სახით. ამის გამო სიმონ ყაუხჩიშვილს, საბჭოთა რეჟიმმა თანამდებობაც კი დაატოვებინა და საბოლოოდ ძლივს გადაურჩა რეპრესიებს. ამის შემდგომ ივ. ჯავახიშვილის ეს დამატებითი ნაშრომი საბჭოთა რეჟიმის მიერ ფაქტიურად აკრძალულ იქნა და საბჭოთა "წითელ ისტორიკოსთა" ელიტის ხელშეწყობით, ფაქტიურად უარყოფილი და ტაბუირებული იქნა. საქართველოში ამის შემდგომ, გიორგი მელიქიშვილის დროიდან დაწყებული, არასოდეს გამოუციათ ივ. ჯავახიშვილის ეს შესანისნავი და საყურადღებო ნაშრომი.
ეზეკიელის ეპოქის შემდგომ, ხალხთა დიდი გაერთიანების, მაგოგის ლაშქრობა წინა აზიისა და პალესტინის ტერიტორიებზე, ბოლოს მაინც, დამპყრობლების დამარცხებით დამთავრდა. ეზეკიელის 38-ე და 39-ე თავების წინასწარმეტყველებანი, მოიცავს როგორც ეზეკიელის დროინდელ პერიოდს და ეპოქას, ასევე თანამედროვე მსოფლიოს, უკანასკნელი უდიდესი იმპერიის, “უკანასკნელი წლების” ეპოქასაც ანუ იოანე ღვთისმეტყველის მიერ აპოკალიფსში აღწერილ, აპოკალიფსურ ეპოქასაც. რადგანაც ეს წინასწარმეტყველებანი დღევანდელ დრომდე გრძელდება, ამიტომაც ის დროში მუდმივად მიმდინარე ანუ დროში ისტორიულად განმეორებადი წინასწარმეტყველური მისტერიაა. მსგავსად ისტორიულად მუდმივად მიმდინარე, ძველი იაფეტური ანუ პელაზგური, შემდგომ ძვ. ბერძნული მითისა, კავკასიაზე მიჯაჭვული იაფეტიდი, იაფეტოსის ძე პრომეთეოსისა, უძველესი იაფეტური რასისა: კოლხ-კარდუხებისა (კოლხ-ქართებისა), თუბალებისა (სუბარები, იბერები), მეშექისა (მესხები), რომელთა მუდმივი ჭიდილის დროს, მსოფლიო იმპერიებთან, თანდათან მოხდა მათი განსახლების არეალის შევიწროება კავკასიის მიდამოებში. ამ უძველესს იაფეტურ-იბერიულ მოდგმას, მსოფლიო იმპერიათა ძალმომრეობის ალეგორიული სიმბოლო - არწივი ჯიჯგნის, იმპერიათა არსებობის უკანასკნელ ჟამამდე. ეზეკიელის 38-ე და 39-ე თავების წინასწარმეტყველებანი, ისტ. განმეორებადი მისტერიაა, ისევე როგორც ბიბლიის უდიდესი წინასწარმეტყველის დანიელის, მე-11 და მე-12 თავებში მოხსენიებული, მუდმივად მიმდინარე წინასწარმეტყველება და მისტერია, მუდმივი დაპირისპირების შესახებ, დანიელის ეპოქიდან დღევანდელ აპოკალიფსურ დრომდე, ალეგორიულად ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამეფოდ წოდებულ, მსოფლიოს უდიდეს ანტაგონისტურ იმპერიებს შორის. ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამეფო, დანიელის მიხედვით ალეგორიულად გამოსახავს, მუდმივად დაპირისპირებულ ორ მსოფლიოს-მპყრობელურ მსოფლიო იმპერიას. ორ უდიდეს ანტაგონისტურ მსოფლიო-მპყრობელურ ძალას მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იმპერიები მუდმივად იცვლებიოდნენ, როგორც ეთნიკურად ისე ტერიტორიულად და გეოგრაფიულად. დანიელის დროის ჩრდ. სამეფოს, ჩრდ. მსოფლიო იმპერიას, ისრაელიდან ჩრდილოეთით მდებარე, ბაბილონის იმპერია შეესატყვისებოდა. სამხრ. სამეფოს, სამხ. მსოფლიო იმპერიას, ისრაელიდან სამხრეთით მდებარე ეგვიპტე წარმოადგენდა. ეს როლები კი მუდმივად განიცდიდნენ ცვლილებას. ივანე მრისხანეს ეპოქიდან დაწყებული და დღევანდელ თანამედროვე ეპოქამდე, ბიბლიურ ჩრდილოეთის იმპერიას, რუსეთის თანამედროვე იმპერია წარმოადგენს. სამხრეთის სამეფოს ბიბლიურ წინასწარმეტყველურ მისიას, ბოლოს ანგლო-საქსების ჰეგემონიით დიდი ბრიტანეთის იმპერია ასრულებდა. დღევანდელი ბიბლიური სამხრეთის სამეფო, აშშ და ევროკავშირი თავად გარდაიქმნენ ხალხთა თავისუფალ, ნებაყოფლობით და ცივილიზებულ გაერთიანებებად. დანიელის მიხედვითაც, ბოლო ჟამის სამხრეთის სამეფო, ჩრდილოეთის იმპერიაზე გაცილებით ადრე, თავად იმპერიის ჰეგემონი ერების შინაგანი ნებელობით, თავად გარდაიქმნება ცივილურ ქვეყნებად, რომელიც დანიელის მიხედვითაც უკვე აღარ წარმოადგენს, ძალმომრეობით და ძალადობრივ იმპერიას. დანიელის მიხ. ჩრდილოეთის სამეფო, ჩრდ. მსოფლიო იმპერია, ბოლომდე გააფთრებით ებრძვის ღვთაებრივ წესრიგს. ასევეა დღესაც, უკანასკნელი ჩრდილოეთის იმპერიის ანუ სსრკ-ს მემკვიდრე, თანამედროვე რუსეთის იმპერია, კვლავ ბოლომდე გააფთრებით იბრძვის ტერიტორიების დასაპყრობად და გასაფართოებლად. იგი კვლავ ცდილობს ძალადობრივი გზით, კვლავ გაფართოვდეს და გააძლიეროს, თავისი უხეში ძალისმიერი ზეგავლენა დანარჩენ მსოფლიოზე.
სსრკ, საბჭოთა იმპერია, დედამიწის ხმელეთის 1/6-ზე იყო გადაჭიმული, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი, სტალინისა და საბჭოთა იმპერიის ზეგავლენა, ჩინეთის, მონღოლეთის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და სხვათა ჩათვლით, კიდევ უფრო გაფართოვდა და თითქმის ხმელეთის 1/3-ი მოიცვა. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე უდიდესი, ყველაზე სისხლიანი, ყველაზე გავლენიანი მსოფლიო იმპერია. ამ იმპერიამ თავისივე ქვეყანაში, ათეულობით მილიონ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. აპოკალიფსური ეპოქის დაწყებისას ანუ 1917 წ. ოქტომბრის რევოლუციის პირველ წლებში, მაგოგელთა წინამძღოლის, ალეგორიულად აპოკალიფსური გოგის ანუ ვლადიმერ ლენინის ეპოქას, შეეწირა 10 მილიონი ადამიანი. აპოკალიფსური გოგის სახელიც ვლადიმერი, თარგმანში ნიშნავს მსოფლიოს-მპყრობელს, ვლადიმერი ანუ "ვლადეი მირომ" შინაარსობრივად ერთგვარი მოწოდებაა - "დაიპყარი-ო მსოფლიო". იოანეს აპოკალიფსური მხეცის, მეორე თავის, სტალინის ეპოქაში, ასევე ათეულობით მილიონ ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე. თუ ამას დავუმატებთ მეორე ბოროტების ანუ ნაცისტთა მსხვერპლთა რიცხვს, II მსოფლიო ომის დროს ანუ აპოკალიფსში ნახსენები, ჯოჯოხეთის პრინცად წოდებული - აბადონის ანუ ჰიტლერის წინამძღოლობით არმაგედონის ომს, მაშინ უფრო ნათელი გახდება, რატომ აისახა ბიბლიის წინასწარმეტყველთა წიგნებში: ეზეკიელთან, დანიელთან, ეზრასთან და იოანეს აპოკალიფსში, ეს აპოკალიფსური ეპოქა განსაკუთრებულად. დანიელის მიერ თქმული, უკანასკნელი მეოთხე მხეცი, მეოთხე მსოფლიო მნიშვნელობის უკანასკნელი იმპერია, სსრკ-ი იყო. დღეს კი ამ იმპერიას, კვლავ გაფართოებისკენ შემართული, რუსეთის თანამედროვე იმპერია წარმოადგენს. იოანეს აპოკ. მიხედვით, შვიდთავიანი და ათრქიანი აპოკალიფსური მხეცის, იგივე მსოფლიოს უკანასკნელი უდიდესი აპოკალიფსური იმპერიის შემქმნელი და დამაარსებელი, მისი პირველი თავი, მისი პირველი იმპერატორი, ალეგორიულად იქნებოდა რიცხვ 666-ის შესაბამისი ნიშანის მქონე პიროვნება. რომელიც უბედურებას და მილიონობით მსხვერპლს, მოუტანდა თავისივე ქვეყანას. ამავე დროს, აპოკალიფსში ალეგორიულად ნახსენები რიცხვის 666-ის ნიშანი, ასევე მხოლოდ ამ აპოკალიფსური იმპერიის უკანასკნელ დიქტატორს, უკანასკნელ იმპერატორს ექნებოდა. ამ იმპერიის იმპერატორთა შორის, მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იქნებოდა ამ ნიშანის მქონე. მსოფლიოს უკანასკნელი უდიდესი იმპერიის ათი მეფე (ათი რქა), თანმიმდევრობით ესენია: ვლადიმერ(666) ლენინი, იოსებ სტალინი, გეორგი მალენკოვი, ნიკიტა ხრუშოვი, ლეონიდ ბრეჟნევი, იური ანდროპოვი, კონსტანტინ ჩერნენკო, მიხეილ გორბაჩოვი, ბორის ელცინი და ვლადიმერ(666) პუტინი. იოანე ამბობს: “რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდა ექვსი”. სახელი ვლადიმერი და იოანეს მიერ ამ სახელის ალეგორიულად გადმოცემული რიცხვ 666-ის შესაბამისი ნიშანი, მხოლოდ აპოკალიფსური საბჭოთა იმპერიის დამაარსებელ, პირველ ტირან-დიქტატორს ლენინს და უკანასკნელ ტირან-დიქტატორს პუტინს უნდა რქმეოდათ. იოანე ღვთისმეტყველმა ესეც ზუსტად მიუთითა. უფრო ვრცლად, ამის შესახებ, იხილეთ ჩემს სხვა წერილში, აპოკ. უკანასკნელი იმპერიის შესახებ, იხ. ქვემოთ ბმული.
საბჭოთა იმპერიის ბელადისა და კერპის, მისი პირველი იმპერატორის, სახელი იყო, "ვლადიმერი" ანუ "მსოფლიოს-მპყრობელი"-მოძალადე მპყრობელი. იოანეს აპოკალიფსში კი რიცხვი 666 ალეგორიულად, სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით, ნიშნავს "მსოფლიოს-მპყრობელს" იგივე ანტიქრისტეს, იოანემ აპოკალიფსში ალეგორიულად მიგვანიშნა, რომ სწორედ რიცხვ 666-ის ნიშანის სახელის მქონე, იქნებოდა პირველი საბჭოთა იმპერატორი, იგივე ე. წ. ანტიქრისტე ანუ ვლადიმერ (666) ლენინი. კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს და არც მომავალში იარსებებს, ასეთი სისხლიანი ეპოქა, რაც ანტიქრისტე ვლადიმერ ლენინის მოღვაწეობას ახლდა თან და რა სისხლიანი კალოც სსრკ-ში მაშინ დატრიალდა, ამ აპოკალიფსურ ეპოქაში, II მსოფლიო ომის ჩათვლით. ტყუილად ირჯებიან კრემლიდან მართული ინსტიტუტები, საზოგად. წრეები და ორგანიზაციები, მომავალში მოსასვლელი უკვე ვირტუალური, ეფემერული, ანტიქრისტეს და ანტიქრისტეების ძიებაში. ტყულიად იშვერენ ხელს დასავლეთისკენ, აშშ-ენ, ევროკავშირისკენ და დას. რელიგიური ინსტიტუტებისკენ, რადგანაც 666 ნიშანის მქონე ანტიქრისტე უკვე მოსული იყო და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი კალოც დაატრიალა. თანამედროვე ეპოქაში უკანასკნელი გოგი, იმპერიის უკანასკნელი ღვთისმგმობელი დიქტატორი, ასევე "მსოფლიოს-მპყრობელი" სახელის მქონე, ვლადიმერ პუტინია. რომლის სახელის შინაარსი ასევე 666-ის ნიშანს შეიცავს. იოანე ღვთისმეტყველმა მართლაც სწორად იწინასწარმეტყველა, რომ ამ იმპერიის ათი ღვთისმგმობელი მეფიდან, მხოლოდ პირველს და უკანასკნელს ერქმეოდათ ასეთი შინაარსის სახელი - ვლადიმერი, რაც შინაარსობრივად და გადატანითი მნიშვნელობით რიცხვ 666-ს ნიშნავს. უახლოესს ათწლეულში, პუტინის რეჟიმის თავად რუსეთში გასამართლებასთან და ოფიციალურ მხილებასთან ერთად, ყველაფერს დაერქმევა, თავისი ნამდვილი სახელი. ბიბლიური მაგოგის, თანამედროვე, დღევანდელი უკანასკნელი გოგი, ვლადიმერ პუტინია. იგი ცდილობს, როგორმე კვლავ გააფართოვოს, თავის დროზე ძალადობით შეკოწიწებული რუსეთის იმპერია. ამისათვის აწარმოებს დაპყრობით ომებს და აღვივებს კონფლიქტებს. მან თავის დროზე, მიწასთან გაასწორა ჩეჩნეთი, სადაც ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ცდილობს დაიმორჩილოს უკრაინა. ტერიტორიები წაართვას თავის მეზობლებს: უკრაინას, მოლდავეთს, საქართველოს და სხვებს. იგი აღვივებს კონფლიქტებს: უკრაინაში, დნესტრისპირეთში, საქართველოში და სხვაგან. თანამედროვე თუბალისა და მეშექის ანუ დღევანდელი საქართველოს, ძირძველი ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო, კვლავ გოგისა და მაგოგისგან, კვლავ დაპყრობილი რჩება. სსრკ-ს შემდგომ, დღესაც კი, მსოფლიო ისტორიაში უდიდესი იმპერია, რუსეთის იგივე ბიბლიური მაგოგის თანამედროვე იმპერიაა. რომელსაც თანამედროვე გოგი, ვლადიმერ პუტინი წინამძღოლობს.
ბოლოს ვიტყოდი იმას, რომ როგორც ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა, მსოფლიოს უკანასკნელი უდიდესი აპოკ. იმპერია ანუ მაგოგის იმპერია, თავის უკანასკნელ წლებში კვლავ დაპირისპირებულია, ბიბლიურ თუბალთან და მეშექთან ანუ თანამედროვე დროს, დღ. საქართველოსთან და დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოსთან. ამიტომაც მაგოგის მრავალათასწლოვანი დაპირისპირება თუბალთან და მეშექთან დღესაც გრძელდება, ამ იმპერიის საბოლოო დანგრევამდე და გარდაქმნამდე, ერთ შემთხვევაში ცივილიზებულ კონფედერაციულ ქვეყანათა კავშირად და მათთვის საუკეთესო შემთხვევაში კი, ევროკავშირის მსგავს, არაძალდატანებით გაერთიანებულ, თავისუფალი ქვეყნების, თანასწორ კავშირად ანუ ევროკავშირის მსგავს ქვეყანად.
წერილის ავტორი: მკვლევარი, ანალიტიკოსი, პუბლიცისტი - დანიელ სავანელი.
P. S. უფრო ვრცლად იხილეთ ჩემი ჩანაწერების გვერდი:
https://www.facebook.com/DanielSavaneli/notes?lst=100003469300289%3A100003469300289%3A1521910493
7
1278
შეფასება არ არის
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
1278
  
2020, 29 თებერვალი, 13:10
მირონცხებული მოციქულის ანუ მესიის გააზრებაც კოლხური მუსუ (მოუსვა) ფორმიდანაა
2020, 29 თებერვალი, 13:02
იერუსალიმის მეფე იეზეკიელი თავისი წინასწარმეტყველების ძალით იმიტომ ამარცხებს და ჟლეტს ქართველთა წინაპარ თუბალ-მეშეხებს, რომ სწორედ ამ უკანასკნელებმა შექმნეს ღვთისრჩეულობის რასისტული თეორია, რომელიც ურიებმა მათ წაართვეს მას შემდეგ, რაც ეგვიპტის ტყვეობიდან გამოვიდნენ 3300 წლის წინ და ამ ეგზოდიდან (გამოსვლა) ორასიოდე წლის შემდეგ დაქცეული ტროას კოლხური სამყარო და მათივე დაქცეული იდეოლოგია და პალადიუმი იხილეს. მსოფლიო მნიშვნელობის ამ ისტორიაში ამოსავალია კოლხური (ანუ დაახლ. დღევ. მეგრული) სიტყვები : მიაშქუ (მიავლინა), მისხუნუ (მირჩევნია). მიაშქუ-დანაა არამეული მეშიხა (წასმული, მირონწასმული) და ბერძნულ-ლათ. მესსია და მისია. ღვთისრჩეულობის იდეოლოგიამ მიაშქ-მუშქების ანუ მუსხუნ-მესხების უძველეს მოდგმას (კოლხეთიდან პელაზგებამდე, ეტრუსკებამდე და დასავლეთის იბერებამდეც) არ უშველა და ეს "ხელდაუკარებელი" მოდგმა მაინც გაანადგურეს ინდოევროპელმა ბერძნებმა და რომაელებმა, ხოლო ღვთისრჩეულობის დამსხვრეული და უპატრონო იდეოლოგია კი გაჭირვებულმა ურიებმა (აქაც კოლხური ურ ძირია - არევა და მორევა მთელი თავისი ისტორიებით და ახსნებით) მიისაკუთრეს. ეს იცის იეზეკიელმა და მათი კონკურენტის (თუბალ-მეშეხების) გასაშავებლად ისინი ჩრდილოეთური ველური გოგისა და მაგოგის ტომების მიკავშირეებად გამოაცხადა და ღმერთისგან განადგურება აღუთქვა. ეს 1996 და 2005 წლებში ვრცლად გამოვაქვეყნე და როცა მოვიცლი დავდებ აქ. ბადრი გოგია, ისტორიის მეცნ. დოქტორი. პარიზი. 29 თებ. 2020
2020, 29 თებერვალი, 12:34
საინტერესოა მაგრამ ცოტა უფრო სხვანაირადაა საქმე
2020, 5 იანვარი, 3:23
უკაცრავად, რომ აბზაცების გამოყოფა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე ამ საიტზე. თუ ვინმემ იცის როგორ გამოვყო წერილი აბზაცებად, გთხოვთ მასწავლოთ.
2020, 5 იანვარი, 3:15
ნაწილობრივ სწორი ბრძანდებით.
2020, 4 იანვარი, 12:41
მონღოლები რომ არ დაძრულიყვნენ დასავლეთისკენ,არც თურქული ტომები იქნებოდნენ,არც ესტონელ-ფინელ-უნგრელები და ჩვენ ნაწილობრივ მაინც ამოვისუნთქავდით არასასურველი მეზობლებისაგან. ევროპაში და მცირე აზიაში მეტი თავისუფალი ადგილი იქნებოდა .რუსებიც არ იქნებოდნენ მონღოლოიდური აგრესიით შეპყრობილნი.
2020, 4 იანვარი, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7