x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2019 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი 50%-ით შემცრიდა
image

2019 წელს კომერციული რეისების ავიაკატასტროფებში დაიღუპა 50% ნაკლები ადამიანი, ვიდრე 2018 წელს, ისეთი მსხვილი კატასტროფების მიუხედავად, როგორებიცაა Boeing 737 Max- ის ავარია ეთიოპიაში და შერემეტიოვოში რუსული SSJ 100-ის ბორტზე გაჩენილი ხანძარი . ამის შესახებ ნათქვამია საავიაციო საკონსულტაციო კვლევითი ფირმის To70- ის მოხსენებაში.




To70-ის თანახმად, 2019 წელს მსხვილ კომერციულ ავიარეისებზე დაფიქსირდა 86 უბედური შემთხვევა, რომელმაც რვა ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. სულ გასულ წელს დაიღუპა 257 ადამიანი.

რაც შეეხება 2018 წელს, მოხდა 160 ინციდენტი, დაიღუპა 534 ადამიანი.ანუ 50%-ით მეტი.


როგორც საკონსულტაციო ფირმამ აღნიშნა, აბსოლუტური მინიმუმი 2017 წელს იყო: სულ 13 დაღუპული ადამიანი.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გასულ წელს ეთიოპიაში Boeing 737 MAX– ის, (მთავარი ფოტო, დაიღუპა 157 მგზავრი) შერემეტიოვოში SSJ 100 –ის და ყაზახეთში Fokker 100 – ის კატასტროფების მიუხედავად, 2019 წელს 5.58 მილიონ რეისზე მხოლოდ 1-მა ავიაკატასტროფამ მოუწია.


ამასთანავე AirlineRatings-მა დაასახელა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია.


რეიტინგის შედგენისას, სპეციალისტებმა გაითვალისწინეს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ავარიების და სერიოზული ინციდენტების სტატისტიკა, საზედამხედველო ორგანოების მიერ შემოწმების სიხშირე, მომგებიანობა, ფრენის უსაფრთხოების სფეროს განვითარება, აგრეთვე თვითმფრინავების ხანდაზმულობა.

პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა, მეორე ადგილზე ახალზელანდიური Air New Zealand, მესამეზეა ტაივანური EVA Air, პირველ ხუთეულში მოხვდნენ აგრეთვე არაბული Etihad Airways და ყატარის Qatar Airways.

image

1
54
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
54
  
2020, 4 იანვარი, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1