x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ფოტო, რომლებიც იმაზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გგონიათ

image


"უცნობი ცნობილი" - ასე ჰქვია ჩვენი დროის ერთი – ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო მაგნატის ჩარლზ სააჩის უნიკალურ ფოტოპროექტს, რომელიც მთლიანობაში 100 ფოტოსურათს აერთიანებს. ავტორი საკუთარ ნამუშევრებში ნათლად გვიჩვენებს თუ რამდენი საინტერესო რამის დანახვაა შესაძლებელი ერთი შეხედვით, ყველაზე ჩვეულებრივ საგნებშიც კი. საკმარისია მათ ყურადღებით დავაკვირდეთ, რომ ჩვენს თვალწინ მართლაც უნიკალური, აქამდე უხილავი სამყარო გადაიშლება.




თვალი ნიჟარაში


image


ფოტოზე კანალიზაციაში ჩამავალი წყალია აღბეჭდილი, რომელიც თვალის ასოციაციას ქმნის.



მფრინავი მატარებელი



image


ფოტო 1855 წელს არის გადაღებული, როდესაც სამგზავრო მატარებელმა დამუხრუჭება ვერ შეძლო, სადგურის პლატფორმაზე გადავიდა და მეორე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.



თავისუფლების ქანდაკება


image


ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის ნამდვილი თავისუფლების ქანდაკება, ეს მისი ერთგვარი შემცირებული ასლია, რომელიც პარიზში მდებარეობს.



დედა - შვილის ფრენა


image

ეს სულისშემძვრელი კადრი ბოსტონში, 1975 წელს მომხდარი საშინელი ხანძრის დროს არის გადაღებული. დედა იძულებული იყო მაღალი სიმაღლიდან პატარა შვილთან ერთად გადმომხტარიყო, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა მან ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მაინც შეძლო, პატარა მას სხეულზე სასწაულებრივად დაეცა.




ხალხი მავთულებზე



image

ფოტოზე ნიუ - იორკში, ბრუკლინის ხიდის მშენებლობაა ასახული. ამ მუშების პროფესიონალიზმისა და მათი გამბედაობის წყალობით, ხიდი მისთვის განკუთვნილ ადგილზე აგერ უკვე 100 წელზე მეტია უცვლელად დგას.




ადამიანები უდაბნოში


image


ეს არტ- ინსტალაცია არ გეგონოთ, ფოტო ნევადას შტატში ატომური ბომბის დატესტვის შემდეგ იქნა გადაღებული, დიდი მანეკენები კი, ადგილზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დარჩა.





მელოტი ბარბი



image

ცნობილი თოჯინის ეს მოდელი სპეციალურად ონკოლოგიით დაავადებული გოგონებისთვის შეიქმნა.





ბავშვები გალიაში


image


ფოტოსურათზე უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური გალიაა აღბეჭდილი, რომლებსაც ამერიკელები ძირითადად მაღალსართულიანი კორპუსების ზედა სართულზე იყენებდნენ, ვინაიდან ყველა მათგანს ქუჩაში ბავშვის გაყვანისა და მისი გასეირნების საშუალება არ ჰქონდა, ეს გალიები კი აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა.




შეუპოვარი ქალები


image


ჩინეთში მსგავსი ქმედება პირადი მცველი -ქალების მომზადების ერთ – ერთ ძირითად ეტაპს წარმოადგენს. თქვენ წარმოიდგინეთ და, ქვეყანაში ჩინელ ქალებს სწორედ ამგვარად უვითარებენ მოთმინებისა და გამძლეობის უნარს.





მიტოვებული პატარძალი


image


ამ ჩინელმა გოგონამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის ქორწილის დღეს აკუთარმა საქმრომ მიატოვა. პოლიციის ოფიცერმა მისი გადარჩენა სასწაულებრივად მოახერხა - მან გოგონა პირდაპირ ფანჯრიდან გადმოხტომის დროს, ჰაერში დაიჭირა.



0
691
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
691