საზოგადოება 2019 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია 2019, 31 დეკემბერი, 18:06 Intermedia.ge სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმაა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საიტის არსებობა კარგი შანსია მათთვის, ვისაც სურს, თავისი ხმა მთელ საქართველოს მიაწვდინოს და წერის პროცესში განვითარდეს. საავტორო სტატიების გარდა, საიტზე შესაძლებელია პირადად ნათარგმნი მასალის განთავსებაც, რაც, ასევე, დიდი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც უცხო ენაში ვარჯიში სურსს.
მართალია, საიტზე მუშაობა ანაზღაურებადია, თუმცა, ავტორების უმეტესობისთვის ფული წერის მთავარი მოტივაცია არ არის. საიტის მთავარ "ღერძს" ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარი სიამოვნებისთვის წერენ და, ამასთანავე, ცდილობენ, საზოგადოებას მიაწოდონ საინტერესო ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილების მიხედვით დაწერილი ან უცხო ენებიდან ქართულად ნათარგმნი. თუ ინტერმედიას რეგულარული მკითხველი ხართ, შემჩნეული გეყოლებათ პოპულარული ავტორები, როგორებიც არიან მეამეა, ლალი ადიკაშვილი, არაჩანდა, კანონგარეშე, alex999, Lerato, – K_, მანჩო 777, მაიკო ქავთარაძე, თორ ნიკე, melody_inside და მრავალი სხვა. დარწმუნებული ვარ, მათ გვერდებზე უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ. თუ მათ სტატიებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სწორედ გამოქვეყნებული მასალების მაღალი ხარისხის გამო მოხვდნენ ისინი ავტორების ტოპ-რიცხვში. სტატიის ხარისხიანობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, დღეს პოპულარულ სტატიებს ნახვების რაოდენობის მიხედვით შევაფასებთ. მე ავტორი – K_ ვარ. დიდი ხანია, რაც ინტერმედიაზე ვმოღვაწეობ. 2018 წელს ნახვების რაოდენობის მიხედვით ჩემი 3 ყველაზე პოპულარული სტატია იყო: 3. ძილის პოზა იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე გგონიათ 2. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი 3. და ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს ზემოთ მოყვანილი სტატიები ნათარგმნია და ჩემს პირად შეხედულებებს არ გამოხატავს. როგორც ხედავთ, სამივე მათგანი განსხვავებულ თემატიკას შეესაბამება. ზოგი ავტორი კონკრეტული მიმართულებით წერს, ზოგი კი ბევრ საკითხს ედება. როგორც ხვდებით, მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. დღეს მსურს, გაგაცნოთ ჩემი ყველაზე პოპულარული 10 სტატია 2019 წელს. რა თქმა უნდა, თავადაც მაქვს ფავორიტი სტატიები, თუმცა, ამჯერად მათ არ წარმოგიდგენთ და როგორც გითხარით, სტატიის პოპულარობას ნახვების რაოდენობის მიხედვით გავზომავ. 10. როგორ დავაძინოთ ბავშვი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - 12 სასარგებლო ხერხიდედობა და მამობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ცხოვრებაში, თუმცა, მას გამოწვევებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ყველაზე რთული "განსაცდელი", რასაც მშობლები უმკლავდებიან, ბავშვის დაძინებაა.მშობლების ცხოვრების გასამარტივებლად, სტატიაში გაგაცნობთ 12 ხერხს, თუ როგორ დააძინოთ ბავშვი ზედმეტი ძალიხსმევის გარეშე. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 9. 10 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართპოპულარული ნოველის "ქალივით მოიქეცი, კაცივით იფიქრე" ავტორის, სტივ ჰარვის მიხედვით: "მამაკაცი სიყვარულს 3 ფორმით გამოხატავს: საჯაროდ აჩვენებს თავის გრძნობას, გიცავთ და თქვენზე ზრუნავს". მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგმა ქალმა თქვას, რომ ამ საუკუნეში მამაკაცისგან დაცვა არ სჭირდება, მაინც ყველა მათგანს სჭირდება სიყვარული. თუმცა, ამ გრძნობას ზოგჯერ იქ ხედავენ, სადაც უკვე აღარ არსებობს.ზოგჯერ ქალები გრძნობენ, რომ ურთიერთობაში რაღაც პრობლემაა, მაშინაც კი, თუ ამას პარტნიორი პირდაპირ არ ეუბნებათ. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ნიშანს იმისა, რომ მამაკაცის გრძნობები თქვენდამი გაიცვითა. ვიმედოვნებთ, საყვარელ ადამიანში ამ ნიშნებს არასდროს აღმოაჩენთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მათი ცნობა უნდა შეგეძლოთ. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 8. არასწორი თარგმანის 6 მაგალითი, რამაც კაცობრიობა შეცდომაში შეიყვანასწორი თარგმანის მნიშვნელობა მაშინ უფრო ცხადი ხდება, როცა შეცდომებს აღმოაჩენენ. მთარგმნელის ნიჭი მხოლოდ უცხო ენის ცოდნაში კი არა, დეტალებისადმი ყურადღების გამოჩენაში და მათი ანალიზის უნარში ვლინდება. პატარა შეცდომებმაც კი შეიძლება ზოგჯერ სერიოზული და ტრაგიკული შედეგი გამოიწვიოს. ამის გამო შეიძლება ისტორია თავდაყირა დადგეს.სტატიაში გთავაზობთ თარგმანის შეცდომებს, რომლებმაც გავლენა იქონია კაცობრიობაზე. ამ მასალას საზოგადოებისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 7. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდებაანტიკურ საბერძნეთში ქალებს ადამიანის სახეობად არ მიიჩნევდნენ და სხვა არსებად აღიქვამდნენ მამაკაცისგან სხეულის აშკარა განსხვავებების გამო. მართალია, მას შემდეგ მეცნიერება დიდად განვითარდა, თუმცა, ქალის სხეული ისევ საიდუმლოებებითაა მოცული და ბევრი ისეთი რამ არსებობს, რასაც მეცნიერულად ვერ ხსნიან.სტატიაში შედარებით ახალ კვლევებს გაგაცნობთ ქალის სხეულთან დაკავშირებით. ზოგმა ფაქტმა შესაძლოა გაგაოცოთ კიდეც. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 6. როგორ გამოიყურებიან პატარძლები მაკიაჟის გაკეთებამდე და შემდეგ - სერბი ვიზაჟისტის ნამუშევრებიალბათ, ყველა გოგონა ოცნებობს, ქორწილის დღეს იდეალურად გამოიყურებოდეს. კოსოვოში მცხოვრებები ნამდვილად ბედნიერები არიან, რადგან იქ ცხოვრობს ვიზაჟისტი, სახელად არბერ ბიტიქი, რომელიც მაკიაჟის დახმარებით საოცრებებს ახდენს. უკვე 6 წელია, ის ქალების გარეგნობას სასწაულებრივად გარდაქმნის. მას ეს საქმე ბავშვობიდანვე იტაცებდა. ბიტიქის თქმით, მის საქმიანობაში საუკეთესო ნაწილია პატარძლის რეაქცია, როცა სარკეში ჩაიხედავს და საკუთარ თავს დაინახავს.სტატიაში ამ ვიზაჟისტის რამდენიმე საოცარ ნამუშევარს გაგაცნობთ. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 5. რამდენად განსხვავდება თანამედროვე ბავშვების ცხოვრება ჩვენისგან - კომიქსებით ნათქვამი სიმართლე"ასეთი რამ ჩემს ბავშვობაში არ არსებობდა", - ალბათ, ხშირად გაგიგიათ მსგავსი ფრაზები უფროსი თაობისგან. ეს სიმართლეა! თუ დააკვირდებით, როგორ ცხოვრობენ დღევანდელი ბავშვები, ბევრ განსხვავებას დაინახავთ თქვენს ბავშვობასთან.სტატიაში 14 კომიქსს წარმოგიდგენთ, რომლებშიც ყველაზე აშკარად ჩანს განსხვავება წარსულსა და აწმყოს შორის. ილუსტრაციებმა შესაძლოა ბავშვობის ნოსტალგიაც გაგრძნობინოთ. სტატიის ბოლოს სიურპრიზი გელით - მოგონება, რომელიც ორივე თაობას აერთიანებს. ისიამოვნეთ! სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 4. 11 პირადი ნივთი, რომელიც ახლობლებსაც არ უნდა ათხოვოთერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ყურსასმენების ხშირად გამოყენება ყურში ბაქტერიების გამრავლების შანსს ზრდის, რამაც შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს. ჯანმრთელობის დასაცავად, უმჯობესი იქნება, გარკვეული ნივთები მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გადადოთ და არავის ათხოვოთ.არსებობს ნივთები, რომელთა რამდენიმე ადამიანის მიერ გამოყენებაც არაჰიგიენურია, მაგალითად კბილის ჯაგრისი, საცვალი და ა.შ. სტატიაში გთავაზობთ 11 ნაკლებად ცნობილ ნივთს, რომელთა სხვისთვის თხოვებაც რეკომენდებული არაა. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 3. 100 ნახატი, რომელთა შესახებ ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდესგანათლებულ ადამიანს ზოგადი ცოდნა მეტ-ნაკლებად ყველა საკითხზე უნდა ჰქონდეს. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი დიდებული ნახატი შეიქმნა. ყველა უნდა ცნობდეს, სულ ცოტა, რამდენიმე მათგანს მაინც და იცოდეს განსხვავება მონესა და მანეს, ნახატებს – "ქალი ყარყუმით" და "გოგონა მარგალიტის საყურით" – შორის.სტატიაში გთავაზობთ, შეამოწმოთ თქვენი ცოდნა. გადახედეთ ყველა დროის დიდებულ ნამუშევრებს, რომლებმაც საკუთარი სიტყვა თქვეს ხელოვნების ისტორიაში. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 2. ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - 14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებეს პატარა, იდუმალი ქვეყანა, რომელიც ინდოეთსა და ჩინეთს შორის მდებარეობს, 1974 წლამდე ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო. დღეს ყველას, ვინც უამრავ ფორმალობას წარმატებით გაივლის და ბევრი ფულიც აქვს, შეუძლია ეწვიოს ბუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საზღვრები თითქოს ყველასთვის ღიაა, მეფე სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მაინც ცდილობს ტურისტების ნაკადის შემცირებას.საინტერესოა, რატომ არის ბუტანში მცხოვრები ხალხი ძალიან ბედნიერი. სტატიაში გაგაცნობთ მათ ტრადიციებსა და წესებს. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. 1. როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილებიცნობილი და ლამაზი ქალები საზოგადოების ყურადღებას იპყრობენ, ეს მათ შვილებსაც ეხება. ხალხს აინტერესებს, როგორ გამოიყურებიან ისინი, ჰგვანან თუ არა დედებს.სტატიაში თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებთ და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილებს გაგაცნობთ. სტატიის სანახავად დააკლიკეთ აქ. ვიმედოვნებ, საიტზე განთავსებული მასალები მოგწონთ. 2020 წლიდან მე, სხვა ავტორებთან ერთად, განახლებული ძალებით შევუდგები საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას თქვენთვის. ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ! 64 4-ს მოსწონს |
სიამოვნებით წავიკითხავდი სხვა ავტორების შეჯამებებსაც♥♥♥
წარმატებებს გისურვებ ♥