ასტროლოგია დღის ჰოროსკოპი - მიხეილ ცაგარელის 30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 2019, 30 დეკემბერი, 11:22
.
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:24-დან 19:42 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
.
მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფთა მოქმედებას, მეტი დრო დაუთმეთ საშინაო საქმეების მოწესრიგებას. არ მოუსმინოთ ჭორებს და არ აჰყვეთ პროვოკაციას, რისი ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია. . პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლის და ცხარე საკვაბის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას. დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს და მორიელს. 305 შეფასება არ არის
|