ქანდაკება რატომ არის პრეზიდენტის მხოლოდ თავები? – ერთი ფოტოს და ყველასთვის ცნობილი სკულპტურის ისტორია 13 მარტი, 8:41 ეს ისტორია 1927 წელს დაიწყო, როდესაც ისტორიკოსმა სამხრეთ დაკოტიდან დოან რობინსონმა შემოქმედებით და პატრიოტული ძალისხმევის გაერთიანება გადაწყვიტა და თავისი იდეა მოქანდაკეს გუტონ ბორგლუმს გაუზიარა. ისტორიკოსებს დიდი ხნის მანძილზე სურდათ, სამხრეთ დაკოტას მონუმენტური, მაგრამ მოსაწყენი გარემო, მსგავსი რამით "გაეცოცხლებინათ", – ისეთი რაღაცის გაკეთება უნდოდათ, რომ ტურისტები წლის ნებისმიერ სეზონზე მიეზიდათ და მათი აღფრთოვანება გამოეწვიათ. მაგ., მონუმენტური სკულპტურა გამოეკვეთათ კლდეში, რომელიც შეერთებული შტატების დემოკრატიულ ღირებულებებს განადიდებდა! თუმცა, ისე გამოვიდა, რომ დოანის პროექტი, თავისი არსით და შინაარსით, საბოლოო შედეგისგან რადიკალურად განსხვავდებოდა – მას უნდოდა, რომ გუტონს დემოკრატიის კერპები შავ ბორცვებზე (Black Hills) გამოეკვეთა. მაგრამ, სკულპტორს ლოკაცია არ მოეწონა, რადგან იქ კლდე დაბალი ხარისხის იყო. ამიტომ, პროექტის განხორციელება რაშმორის მთის (Rushmore) მზიან მხარეს გადაწყდა. მონუმენტზე მუშაობა 14 წელს გაგრძელდა. 1941 წ. მარტში, პროექტის დასრულებამდე, 6 თვით ადრე, მოქანდაკე გარდაიცვალა... და გუტონის დაწყებული სკულპტურა, უკვე მისმა ვაჟმა დაასრულა. სტატიის თავში მოცემული ფოტო, 1941 წ. მანამდეა გადაღებული, ვიდრე გუტონ ბორგლუმი გარდაიცვლებოდა და როგორც სურათზე ჩანს, ძეგლის პროტოტიპზე, პრეზიდენტები წელამდე არიან უკვდავყოფილნი. თუმცა, არასაკმარისი დაფინანსების გამო, საბოლოო პროექტში, ისინი მკერდამდე შეამცირეს. არხის სხვა სიახლეები:* 10 "ფეიკი" ძველ რომზე, რომელიც ბევრს მართალი ჰგონია* ყველაზე უცნაური ქვეყანა მსოფლიოში – გაიცანით იაპონია სურათებით (20 ფოტო)* ყველაზე უჩვეულო მოვლენების სურათები – უცებ ვერც მიხვდებით, რა ხდება კადრში?* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ
16 3-ს მოსწონს
|