საზოგადოება გაფრინდაშვილი იმ რუსზე გადაცვალეს, ერთი წლის წინ აეროპორტში ტერორიზმის ბრალდებით რომ აიყვანეს...ნუგზარ სულაშვილი 2019, 29 დეკემბერი, 22:39 რუსეთმა 2018 წლის 2 ივლისს თბილისის აეროპორტში დაკავებული ტერორისტის განთავისუფლება ითხოვა. სულ რაღაც პერიოდით ადრე, შეწყალებამდე, ანუ საუბარია დამნაშავეზე, რომელმაც ქიმიური ხსნარით 7 საქართველოს მოქალაქე მოწამლა და დააზარალა. რუსეთის მოქალაქის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების დაღვრის ფაქტი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის (ODNI) ოფისის ანგარიშში მოხვდა, დოკუმენტში ცალკე თავი აქვს დათმობილი მასობრივი განადგურებისა და პროლიფერაციის იარაღებს. ამ თავში, 2013 წლიდან განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებს შორის, ისეთ ფაქტებთან ერთად, როგორიცაა სკრიპალებზე თავდასხმა სოლსბერიში, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ნამის მოწამვლა კუალა-ლუმპურში, მოხვდა თბილისის აეროპორტის შემთხვევაც. რუსეთის ხელისუფლებას დიდიხნის განმავლობაში წნეხის ქვეშ ჰყავდა საქართველოს პროკურატურა და სასამართლო. ადამიანმა, რომელმაც ქიმიური იარაღი გამოიყენა შეურაცხადად სცნეს და გარკვეული პერიოდი ფსიქიატრიულში ჰყავდათ. ამერიკის დაზვერვის ოფისის ინტერესი რომ არა, ამ ტერორისტის გადაცემა უფრო მოკლე ვადებში იგეგმებოდა. სწორედ ამიტომ მოხდა მისი გამართლება სულ რამდენიმე კვირის წინ, როგორც შეურაცხადის და პატიმრობიდან განთავისუფლების მეორე დღეს საქართველოს უშიშროების სამსახურმა საკუთარი მანქანით მიაცილა ლარსში. ასე რომ რუსეთი წაგებული არც ამ შემთხვევაში არ დარჩენილა. კარასინი აბაშიძის შეხვედრის ფორმატს ესწრებოდა ფსბ-ს შეფის ერთერთი მარჯვენა ხელი ვლადი ჩალიშევი და წყაროს ცნობით, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა ეს გარიგება. დაინტერესდეს ჟურნალისტური გამოძიება და აუცილებლად მიაგნებენ უამრავ წახნაგს." - უფლებადამცველი ნუგზარ სულაშვილი 662 1-ს მოსწონს |
არავითარი გაცვლა არ მომხდარა, ეს ბატონი კგბ-ს ოფიცერი იყო (სხვანაირად დახურულ კგბ-ს არქივებში წვდომას სსრკ-ს პერიოდში არავის აძლევდნენ), ზის ახლა საფრანგეთში და "ბრძნულ აზრებს აფრქვევს".