x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
6 ქვეყანა, სადაც ცოლის ყიდვა რეალურად შეიძლება
image


თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში ყველაფრის ყიდვა შეიძლება. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცოლიც კი შეიძინოთ, და ამისათვის სულ არ არის საჭირო მილიონერი იყოთ, საკმარისია საშუალო შემოსავალი გქონდეთ და ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ - ერთში ცხოვრობდეთ.





ინდოეთი



image


ინდოეთის მოსახლეობის 85% -ზე მეტი ტრადიციული მსოფლმხედველობით გამოირჩევა, რომლის თანახმადაც, გოგონა ცოლად მხოლოდ იმ მამაკაცს უნდა გაჰყვეს, რომელსაც მას ახლობლები შეურჩევენ, როგორც წესი კი, ოჯახი საკუთარი ქალიშვილისთვის სწორედ ისეთ პარტნიორს არჩევს, ვინც მათ უფრო მეტ გამოსასყიდს - ფულის ან პირუტყვის სახით გადაუხდის.



ფილიპინები



image


ფილიპინებზე გოგონები კაცებს ცოლად ფულის გამო თავისი ნებით მიჰყვებიან. ეს არც პროსტიტუცია და არც ესკორტ მომსახურება, უბრალოდ გოგოები სეთ ნაბიჯს ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და უმუშევრობის გამო დგამენ. გამოსასყიდი თანა კი, როგორც წესი, საკმაოდ შთამბეჭდავია, როგორც წესი დაინტერესებულ მხარეებს შორის კონტრაქტი დიდი ხნით ფორმდება. დღესდღეობით, ეს ტრადიცია ფილიპინებზე თანდისთან დავიწყებას ეცემა, თუმცა, დროდადრო მსგავსი შემთხვევები კვლავაც ხდება.





ჩინეთი


image



ბოლოდროინდელმა გაუქმებულმა "ერთი ბავშვის" პოლიტიკამ (ოჯახებისთვის ერთ ბავშვზე მეტის ყოლის შეზღუდვა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის ახორციელებდა. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენებს როგორც - ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკას, თუმცა 2015 წლის 29 ოქტომბერს "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" გადაწყვეტილებით "ერთი ბავშის" პოლიტიკა "ორი ბავშვის" პოლიტიკამ ჩაანაცვლა) და შთამომავლობის გამგრძელებლად ვაჟის ყოლის ეროვნულ - ტრადიციულმა სურვილმა ჩინეთი დემოგრაფიულ დისბალანსამდე მიიყვანა: 100 გოგონაზე 120 ბიჭი იბადებოდა, რის გამოც ჩინეთში გოგონები ერთგვარ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, სწორედ ამიტომ, ვისაც ბედმა გაუღიმა და გოგონად დაიბადა, ოჯახის შექმნის მიზნით, მათზე ადგილობრივი სტანდარტების მიხედვით უზარმაზარი გამოსასყიდი თანხა კერძოდ კი - 24 ათასი დოლარი დაწესდა.




იაპონია

image



იაპონიაში მეუღლისა და შვილის რჩენა - არც თუ იაფი სიამოვნებაა, უფრო სწორად კი ძალიან ძვირია, თუმცა გამჭრიახმა იაპონელებმა ეს საკითხიც საკმაოდ ორიგინალურად გადაჭრეს, კერძოდ კი, მათ სააგენტოები დააფუძნეს, სადაც მარტოხელა მამაკაცებს არც მეტი, არც ნაკლები ცოლების ქირაობის საშუალება ეძლევათ, იაპონელ მამაკაცს მეუღლის ქირაობა ერთი კვირის ვადით შეუძლია, ამ პერიოდის განმავლობაში ის მასთან ერთად საყიდლებზეც დადის და წვეულებებსაც მართავს.






პაკისტანი


image



აქაც, ყველაფერი დაახლოებით ისევეა, როგორც ინდოეთში. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციების აქტიური დამცველია, შესაბამისად, აქ გოგონას საკუთარი ნებით გათხოვების უფლებას არავინ აძლევს. პაკისტანში არსებული ძმიმე ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, თქვენ წარმოიდგინეთ და, გამოსასყიდი თანხა აქ საკმაოდ მაღალია.




ავღანეთი

image


ავღანეთში საქმე ქალებთან დაკავშირებით ისევე რთულად არის როგორც პოლიტიკასთან. ცოლებად ქალებს აქ, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ყიდიან, რისი გაპროტესტების საშუალებაც არც ერთ მათგანს არ აქვს: ამ ისლამურ სახელმწიფოში, მამაკაცებთან ურთიერთობა მხოლოდ მკაცრ პატრიარქატზეა დამყარებული.




0
793
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
793