x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გეი იესოზე გადაღებულ ახალ ფილმს დაპირისპირება მოჰყვა
image


ბრაზილიური კომედიური YouTube-ის არხ Porta dos Fundos-ს ოფისს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც ნეტფლიქსზე მათ მიერ შექმნილი კომედიური საშობაო ფილმი გავიდა, რომლის სიუჟეტიც გეი იესოს ირგვლივ ვითარდება.


24 დეკემბერს ოფისს მოლოტოვის კოქტეილის სახელით ცნობილი ორი ხელნაკეთი ბომბი ესროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა, როგორც Porta dos Fundos-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ამის გამო "შენობაში და ქუჩაში მყოფი რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე".


The First Temptation of Christ (ქრისტეს პირველი ცდუნება) — ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერაც 2019 წლის 3 დეკემბერს ნეტფლიქსზე შედგა. ფილმში აღწერილი ისტორია იესო ქრისტეს უდაბნოში გატარებული 40 დღის შემდეგ სახლში დაბრუნებიდან იწყება, სადაც მას 30 წლის იუბილის აღსანიშნავად წვეულებას უმართავენ. ფილმმა გამოსვლისთანავე მაყურებლის ნაწილის დიდი უკმაყოფილება გამოწვია: მისი აკრძალვის მოთხოვნით ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას.



ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფილმის შემქმნელებმა ბიბლიური ისტორიის კომედიური ვერსია გადაიღეს: 2018 წელს მათივე ავტორობით გამოვიდა ფილმი, სახელწოდებით The Last Hangover (ბოლო ნაბახუსევი), რომელის სიუჟეტიც საიდუმლო სერობის შემდეგ გამოღვიძებული თომა მოციქულის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაკარგულ იესოს ვეღარ პოულობს. ფილმი ემის საერთაშორისო დაჯილდოებაზე საუკეთესო კომედიურ ფილმად დასახელდა.


"ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოხატულებას. იმედი გვაქვს, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობის მქონე პირები სათანადოდ დაისჯებიან. ამავდროულად ვაცხადებთ, რომ წინ სვლას კიდევ უფრო ძლიერები, გაერთიანებულები და შთაგონებულები გავაგრძელებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ბრაზილია ამ სიძულვილის ქარიშხალს გადაურჩება — სიყვარული სიტყვის თავისუფლებასთან ერთად აჯობებს მას", — განაცხადა Porta dos Fundos-მა თავდასხმის მეორე დღეს

1
410
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
410
  
2019, 29 დეკემბერი, 2:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1