x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს სიტყვა მან თქვა წინამორბედ მინისტრზე ანუ მამუკა ბახტაძე იყო......" - ინგა გრიგოლია ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე

image


გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა და "ტვ პირველის" - ის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ გუშინ, ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მან მედია- მენეჯერების თანდასწრებით წინაბორმედი მინისტრი - მაბუკა ბახტაძე უცენზურო სიტყვით მოიხსენია, თუმცა მოგვიანებით მაჭავარიანმა ეს ინფორმაცია უარყო და გრიგოლია ტყუილში დაადანაშაულა: "მე რაც გამოვედი შეხვედრიდან, მეც მერე გავიგე – მინისტრი ისტერიული თუ არ ვიცი, წარმოუდგენელი ემოციით სავსე ელაპარაკებოდა შეხვედრაზე დარჩენილ სამ ადამიანს. მაპატიეთ, ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა, რაც ახლა უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში და აქვე პირობას ვდებ, რომ ეს იქნება პირველად და უკანასკნელად. მაგრამ გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა იქ მყოფ მედია- მენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა – დიდი ბოდიში – ისინი იყვნენ უტრაკოები. ეს სიტყვა გაიმეორა სამჯერ დაახლოებით. მაპატიეთ, რომ მე ეს სიტყვა ვთქვი, მაგრამ მე ეს სიტყვა უნდა მეთქვა… ეს სიტყვა მან თქვა წინამორბედ მინისტრზე და ვინ იყო წინამორბედი მინისტრი? ანუ ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ "ტვ პირველის" პირდპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ "კავკასიის" და "ტვ პირველის" გენერალური დირექტორები კომპანიების საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხთან დაკავშირებით გუშინ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.


0
106
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0