საზოგადოება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია 2019, 28 დეკემბერი, 13:46 ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. ვექიმი აჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. როგორც თავად ექიმი ამბობს, გათავისუფლებას არ მოელოდა, რადგან სააპელაციო სხდომა 31 დეკემბერს იყო დანიშნული. ამჟმად ის სახლში ბრუნდება. 43 1-ს მოსწონს
|