x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138950
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
აბრაამ ლინკოლნი ( 12 თებერვალი, 1809 - 15 აპრილი, 1865 ) იყო ა.შ.შ.-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტი და მართავდა ქვეყანას სამოქალაქო ომის პერიოდში.image

უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია.


ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს.



შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.


მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება.


ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.


როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება.


ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი.


ბიოგრაფიები უმეტესად იმიტომ იწერება, რომ სიცრუე დააკანონონ და შთამომავლობას ჭეშმარიტება დაუმალონ.


მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება.

1
1496
5-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
1496
  
2016, 5 ივნისი, 18:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1