ასტროლოგია "ეს 2 იანვრის ჩათვლით გრძელდება, პიკი აქვს დღეს" - რაზე აფრთხილებს ასტროლოგი მათ, ვისაც სიახლეების მოზიდვა სურთ 2019, 27 დეკემბერი, 15:10 ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ასტრლოგიური ტრანზიტის შესახებ წერს, რომლის გათვალისწინებაც ზოდიაქოს ყველა ნიშანს გამოადგება: "მზის შეერთება იუპიტერთან ცაზე, უნდა აისახოს ჩვენს განწყობაზეც და წინასაახალწლო ბედნიერების შეგრძნება მოიტანოს. მითუმეტეს, რომ ის 22 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გრძელდება (პიკი დღეს აქვს). ახალი ჰორიზონტები, ახალი შესაძლებლობები, ახალი იდეები, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობები! ხელშეწყობა ამ დღეებში სამყაროსაგან მოსალოდნელია შემოქმედებაში, ქველმოქმედებაში, გულმოწყალების გამოჩენაში (თუ ვინმეს დახმარება გსურთ, ან პირიქით შველის თხოვნა - დროა). წარმატება ელით საგანმანათლებლო პროექტებს, შემეცნების გაფართოვებაზე მიმართულ საქმეებს. გამომცემლობებისა და სტამბებისთვის, რელიგიური ორგანიზაციებისათვის, სამღვდელო პირებისა და პოლიტიკოსებისთვის მშვენიერი პრიოდია, განსაკუთრებით, თუ ისინი თხის რქის, მშვილდოსნის ან ლომის ნიშნით არიან გამოხატულნი. უბრალო მოკვდათათვის კი - სწავლა, სწავლა და სწავლა - ესაა კარგი. იურიდიული პროცესების მოგვარება - ესეც, ოფიციალურ ინსტანციებზე მიმართვა - ესეც... კარიერული თვალსაზრისით ძვრები ელით მიწის და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს". წაიკითხეთ ასევე:ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაშიფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვითრა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვითნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 241144 შეფასება არ არის
|