ფერის ინსტიტუტმა Pantone-მ 2020 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის ფერები უკვე განსაზღვრა და იმისთვის, რომ დამდეგ სეზონზე მოდურად გამოვიყურებოდეთ, კარგი იქნება, თუ ფერებს წინასწარ გავეცნობით და ყველასთვის საყვარელი სეზონისთვის მზადებას ამის შემდეგ დავიწყებთ.
ამჯერად, ექსპერთებმა ბევრი იფიქრეს და იმსჯელეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ 2020 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის ფერები ნატურალური და ბუნებრივთან დაახლოვებული უნდა იყოს. სამოსისადმი ასეთი მიდგომა, ადამიანს მხოლოდ ბუნებასთან დაახლოვებაში კი არ, მასთან საკუთარი ჰარმონიის პოვნაშიც დაეხმარება.
Pantone-ის მიერ, მოდისთვის დადგენილ პალიტრაში ლურჯის და წითელის რამდენიმე ტონალობა გვხვდება. ამასთან, ფერებს შორის, განსაკუთრებულად გამორჩეულია წითელის ერთი ფერი, რომელსაც ექსპერტებლა «ფიესტა» (ესპ. Fiesta – ტრადიციული სახალხო ზეიმი, რომელიც ესპანეთში და ლათინური ამერილის ქვეყნებში იმართება) დაარქვეს.
ფერთა პალიტრაში, რა თქმა უნდა, კუთვნილი ადგილი დაიკავა ყვითელმა ფერმაც. რომლის გარეშე, გაზაფხული–ზაფხულის სეზონი ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა! მაგრამ, თუ გასულ წელს მოდაში ღია, მქრქალი ყვითელი იყო, წელს ტენდენცია შეიცვალა და მისი ადგილი კაშკაშა ყვითელმა ფერმა დაიკავა.
მოდური ფერების ექსპერტებმა არც ყველაზე ბუნებრივი ფერი – მწვანე დაივიწყეს, რომელიც ყველაზე ჰარმონიულად ერწყმის წლის ყველაზე თბილ სეზონს.
და რა თქმა უნდა, ყველა სეზონზე აუცილებლად უნდა იყოს ერთი მოდური საბაზო ფერი, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, ამ «სიკაშკაშის» «გაგრილებაში» და სამოსის დაკომპლექტებაში დაგვეხმარება. დამდეგ სეზონზე, ასეთი ფერი – ღია ყავისფერი იქნება.
ვარდისფერი კვარცი (Rose Quartz)
ატმის ექო (Peach Echo)
«უშფოთველობა» (Serenity)
მუქი ლურჯი (Snorkel Blue)
ბაია (Buttercup)
პერლამუტრის ფირუზი (Limpet Shell)
მონაცრისფრო იისფერი (Lilac Gray)
საზეიმო წითელი – ფიესტა (Fiesta)
ყავა ყინულით (Iced Coffee)
მწვანე სხივი (Green Flash)