x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამაში გადავიხადეთ მილიონნახევარი? ეს გაქუცულობა რაღაის რომანტიზებაა, ნეტაი კი ვიცოდე" - ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია თბილისის მთავარი ნაძვის ხის გარშემო სოციალურ ქსელში ეტეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და დედაქალაქის მერიის მიერ, იტალიაში 1 მილიონ ლარად შეძენილ ნაძვის ხეს საგანგებო პოსტს უძღვნის: "ამაში გადავიხადეთ მილიონნახევარი? ანუ ამ ნაძვზე ვამბობდი, ნეტა ვინმემ დაწვასთქო?! და ამაზე ვამომბდი, მერმა უკან გაირჭოს ფარშევანგი ისედაცაა და ბარემ კუდიც ექნება თქო?! ბოდიში, მე მაპატიეთ, ეს არავინ დაწვათ და არც არავის გაურჭოთ, ისედაც თავისი გასჭირვებია ამ ხეს... #ღმერთომეტეორიგვესროლე, ოღონდ ამ ხეს არ გაარტყა, ცოდოა.. პ.ს. ეს გაქუცულობა რაღაის რომანტიზებაა, ნეტაი კი ვიცოდე" - დაწერა უფლებადამცველმა ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ იტალიაში 1 მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრია და 33 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებითაა გაფორმებული. ნაძვის ხის გარდა, მერიამ წელს საახალწლო დეკორაციებისთვის განათებებიც შეიძინა. საახალწლო დეკორაციებში სულ 1 249 999 ლარი დაიხარჯა.



0
458
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
458