აჭარა ვინ არიან აჭარაში დაღუპული 17 წლის ბიჭები 2019, 26 დეკემბერი, 11:54 ![]() როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთმა თანაკლასელებს სკოლაში მე-6 გაკვეთილის შემდეგ ბიძის მანქანით მიაკითხა, ახალგაზრდები ჩაქვის თავისკენ წასულან, ავტოავარიის მიზეზი მაღალი სიჩქარე ყოფილა, რის გამოც სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მტირალას ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. ხუთივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ბათუმში გადაიდო საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 276 მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას და წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შეგახსენებთ, წელს თებერვლის თვეში მტირალას მთასთან ხევში გადავარდნილი მანქანის შედეგად ადგილზე დაიღუპა 19 წლის თამარ ართმელიძე, ხოლო მისმა საქმრომ მძიმე დაზიანებები მიიღო. 158 4-ს მოსწონს 1-ს არა
|