x
დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტები ცნობილი პლასტიკური ქირურგისაგან
ჩაი

ასაკის მატებასთან ერთად, კანის ელასტიურობისა და სილამაზის შენარჩუნება შესაძლებელია ყოველგვარი ინექციებისა და არაბუნებრივი ჩარევის გარეშეც, სწორი დიეტის დაცვით .



ცნობილმა ამერიკელმა ქირურგმა ენტონი იუნიმ დაგვისახელა პროდუქრები, რომლთა სისტემატიურად მიღების შემთხვევაშიც ახალგაზრდა, ლამაზი კანის შენარჩუნებას შეძლებთ და რაც მთავარია ჯანმრთელობაზეც კარგად აისახება .


ამასთან, ეს პროდუქტები ყველასათვის ხელმისაწვდომია, როგორიცაა კვერცი, პომიდორი, შავი შოკოლადი, მწვანე ჩაი ( მცენარეული ჩაის ნაყენები), თევზი, საქონლის ხორცი, ქათამი, ბოსტნეული, კენკრა .



ჩაი


მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კანისათვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებს .


კვერცხი


კვერცხის შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, რაც კანის ელასტიურობასა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს .



შოკოლადი

შავი შოკოლადი შეიცავს, ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას .


ენტონი იუნი ასევე აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ პროდუქტებთან ერთად დამატებით ასევე შესაძლებელია Е ვიტამინის მიღებაც, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას სხვადასხვა დაზიანებების შემდგომ .


0
558
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთავან ქორიძე
ქეთავან ქორიძე
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0