სიახლეები რა ხდება ორგანიზმში, როდესაც მანდარინს მივირთმევთ? ცელულიტთან ბრძოლა და კანის მოვლა 2020, 11 იანვარი, 22:29 ბევრმა არ იცის, რომ მანდარინის სამშობლო ჩინეთია . 1978 წლის აღმოსავლურ ხელნაწერში ჩამოთვლილია მისი 27 სახეობა და ჯიში, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებისათვის გახდა ცნობილი . ერთი მანდარინი შეიცავს 31 % ც ვიტამინს, (რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას ), ასევე გააჩნია დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება . გარდა ამისა მანდარინი შეიცავს ბ ვიტამინს, პროვიტამინ ა -ს, პ და კ ვიტამინებს, ასკორბინის მჟავასა და მინერალურ მარილებს . როგორც ციტრუსის წარმომადგენელს, მანდარინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, იდეალურია ტემპერატურისა და გაციების დროს . ის მშვენივრად ასუფთავებს ფილტვებს, რაც განსაკუთრებით ეხმარება მწეველებს . ეს ტკბილი ხილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ფიგურისათვის, მას აქვს მხოლოდ 37 კალორია, უფრო მეტიც ცნობილია, რომ მანდარინი აჩქარებს ცხიმოვანი ქსოვილების წვას, სწორედ ამიტომ ბევრი სპორტსმენი ამ ხილს ანიჭებს უპირატესობას. მანდარინის ქერქის სასწაულები მანდარინი ასევე გამოიყენება კანის მოვლისათვის, მისი ქერქის ზეთი იდეალურია ყველა ტიპის კანისათვის ( განსაკუთრებით ცხიმიანი) . იგი გამოიყენება გამონაყარის წინააღმდეგ, ასევე ნაოჟების წარმოქნას უშლის ხელს და რაც მთავარია კანის სტრუქტურის აღდგენას უწყობს ხელს, რაც ცელულიტისაგან დატივებული კვალის მოსაშორებლად არის იდეალური, რომელის ყველა ქალს სძულს . ამისათვის შეგიძლიათ მიიღოთ 15 წუთიანი არომატული აბაზანა : შეურიეთ ერთმანეთს მანდარინის ზეთის 3- 5 წვეთი და 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, წყალი უნდა იყოს თბილი . ან შეიზილეთ ზეთი პრობლემურ ადგილებში სანამ არ მოხდება მათი შეწოვა კანში. მანდარინი და თმის მოვლა ვიტამინი ბ 12, რომელსაც შეიცავს მანდარინი ამცირებს თმის ცვენას და ანელებს გაჭაღარავების პროცესს . იგი ასევე ხელს უწყობს თმის ზრდას და ჯანმრთელობას ც ვიტამინის წყალობით, სხვა ხილისგან განსხვავებით მანდარინი მასში შემავალი ვიტამინების გამოყოფს ყველაზე სწრაფად და აწოდებს ორგანიზმს . საუკეთესო ანტიდეპრესანტი მანდარინის ეთერზეთი აღიარებულია, როგორც დეპრესიის, უძილობის და ცუდი განწყობის ერთ - ერთ საუკეთესო საშუალებად . ამ ხილს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ე.წ ფენგ შუის ფილოსოფიაში . მანდარინის ხე სიმდიდრის სიმბოლოა, სწორედ ამიტომ ახალი წლის სუფრაზე მას უსათუოდ შეხვდებით . ფენგ- შუის მიხედვით მანდარინს აქვს უნარი აითვისოს და დაგვიცვას უარყოფითი ენერგიისაგან. არჩევის მეთოდები მანდარინის გემო შესაძლოა განისაზღვროს თვალით: ყველაზე მჟავე არის ცოტა ბრტყელი ფორმის და საშუალო ზომის. მსხვილი და დიდი ზომის მანდარინი, ყველაზე ადვილად იფრცქვნება, ისინი მოტკბო- მომჟავო გემოსანი არიან . ხოლო ყველაზე ტკბილი და წვნიანი პატარა ზომის, ღია ნარინჯისფერი შეფერილობის და თხელ კანიანია . მანდარინი ინახება +6 ტემპერატურაზე. 575 5-ს მოსწონს |
ჭამე მანდარინი პუტა,სასარგებლოაო შე ქალო