სხვა მსოფლიოში ყველაზე სწრაფ რკინიგზას 10 წელი შეუსრულდა 2019, 26 დეკემბერი, 7:55 2009 წლის 26 დეკემბერს ჩინეთში გაიხსნა მსოფლიოში უსწრაფესი რკინიგზის ხაზი, რომელიც აკავშირებდა ორ ქალაქს-უჰანს და გუანჯოუს. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რკინიგზა სიჩქარით 350 კმ / სთ -ში, 2011 წელს პეკინი-შანხაის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ხაზის გაშვებამდე. ხაზის ტესტირება ჩატარდა 9 დეკემბერს, რა დროსაც მაქსიმალური სიჩქარე 394.2 კმ / სთ-ში დაფიქსირდა. შემდგომ ხაზი ხაზი გაგრძელდა ჩრდილოეთით, პეკინამდე, ხოლო სამხრეთიდან შენჯენემდე, როგორც პეკინი-ჰონგ-კონგის ჩქაროსნული სამგზავრო ხაზის ნაწილი, რომელის საერთო სიგრძე დაახლოებით 2, 400 კილმეტრია. უჰან- გუანჯოუს მარშრუტის სიგრძე 968 კილომეტრია. მატარებლის საშუალო სიჩქარეა 323 კმ / სთ-ში. მგზავრობის დრო 3 საათი (ადრე ეს დაახლოებით 10.5 საათი იყო). მთლიან მარშრუტზე 16 გაჩერებაა. გახსნის მომენტში ეს იყო ყველაზე გრძელი რკინიგზის ხაზი ჩინეთში და ყველაზე სწრაფი მსოფლიოში. უჰანი - გუანჯოუს ხაზი პეკინი - ჰონგ კონგის მაღალსიჩქარიანი მაგისტრლის ნაწილია . 2012 წელს ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ ერთი ხაზი შიძიაჯუანი-უჰანი (840 კმ). სამხრეთი მხრიდან გუანჯოუს შემდეგ, ხაზი გაგრძელდა შენჯენემადე (102 კმ) და ფუტიანის სასაზღვრო გადასასვლელთან (10 კმ), შემდეგ ამ მონაკვეთს შეემატება ჰონგ კონგის (კოულუნის) მონაკვეთი (14 კმ). ამავდროულად, შენჯენი ჰონგ კონგს უკავშირდება მაღალგანვითარებული მეტროს ქსელების საშუალებით. მთლიანობაში უჰანის მაღალსიჩქარიანი ხაზი უკავშირდება ჰეფეიას და შემდგომ დასავლეთით იჩანას. მომავალში, ეს ხაზები შეუერთდება შანხაი-ჩენდუს მაღალსიჩქარიან მაგისტრალს და დაფარავს მთლიანად ქვეყანას. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ / სთ-ში. თითოეული მატარებელი არის ორმაგი 8 ვაგონიანი CRH3C ან CRH2C ელექტრო მატარებელი. ამრიგად, სრული შემადგენლობა მოიცავს 16 ვაგონს, ტევადობაა 1114 ადგილია (ორმაგი CRH3C) ან 1220 (ორმაგი CRH2C). CRH3C დამზადებულია Siemens AG– ის ლიცენზიით (კომპონენტების ნაწილს კომპანია აწვდის) და მას აწყობს China Railway High-speed-ი.CRH2C -ი კი იწყობა Kawasaki Heavy Industries-ის ლიცენზიით. 237 3-ს მოსწონს
|