ქალი მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა: გაიგეთ, რა იწვევს რეალურად მკერდის ჩამოწელვას 2019, 25 დეკემბერი, 20:06 ითვლება, რომ მკერდი - ქალის სხეულის ერთი - ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილია. სწორედ ამიტომ აღელვებთ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ასე ძალიან მისი ლამაზი ფორმისა და სიმკვრივის რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნება. ბევრი თვლის, რომ მკერდის ჩამოწელვას მხოლოდ ძუძუთი კვება იწვევს რის გამოც, ბავშვის გაჩენის პერსპექტივას არაერთი ქალი სკეპტიკურად უყურებს.თუმცა, ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების კვლევებმა დაადასტურა, რომ პირველ რიგში, მკერდის ელასტიურობაზე გავლენას თამბაქო ახდენს. კენტუკის უნივერსიტეტის ექიმმა რინკერმა და მისმა კოლეგა - მეცნიერებმა სულ 132 ქალი გამოიკვლიეს, რომელთა უმრავლესობაც დედები იყვნენ და ბავშვები ძუძუთი კვებაზე ჰყავდათ, თუმცა, როგორც კვლევის თანახმად გაირკვა, ყველა ქალს, მკერდის ელასტიურობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნებოდა.მაშ რა იწვევს მკერდის ჩამოწელვას?როგორც აღმოჩნდა, ცხელი აბაზანების ხანგრძლივად მიღება, წონის მკვეთრი კლება, არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი სწორედ იმ უარყოფით რისკ -ფაქტორებს წარმოადგენს, რომლებმაც შეიძლება აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს. თუმცა, მათ პარალელურად ისიც დადგინდა, რომ მკერდის ელასტიურობის შემცირების ძირითადი მიზეზი მაინც - მოწევაა."თამბაქოს მოწევა ელასტინს, რომელიც კანს ელასტიურობას ანიჭებს უბრალოდ ანადგურებს. გარდა ამისა, ის მკერდს ელასტიურობის გარდა, ასევე ფორმასაც უნარჩუნებს. სიგარეტი - მკერდის ყველაზე დიდი მტერია ", - ამბობს ექიმი რინკერი."ორსულობა სინამდვილეში მკერდის ჩამოწელვის შანსს უსათუოდ ზრდის. მაგრამ თუ ყველაფერი ნორმალურად მიდის, და არანაირი გადახრა არ ფიქსირდება, გარწმუნდებთ, რომ მკერდთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნებათ", - ამტკიცებს ექიმი ჰენკოკი.1496 შეფასება არ არის |