x
image
ლურჯი თოლია
"ანტიბიოტიკი არაფრით არ მიიღოთ! " - როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს? ექიმის რჩევები

ვირუსი
ვირუსი
რამოდენიმე რჩევა შემოჭრილ ვირუსთან დაკავშირებით:

პანიკა სიტუაციას უფრო ართულებს, ამიტომ იმოქმედეთ მშვიდად, მითუმეტეს რომ ბანალური ვირუსია უბრალოდ მაღალი ცხელებით მიმდინარე;

ტემპერატურის მატებას ასაკის განურჩევლად ახლავს შემცივნება, კანკალი, ხელ- ფეხის გაყინვა, რადგან ვითარდება პერიფერიული სისხლძარღვოვანი სპაზმი და ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა ამ დროს.

პაციენტი უნდა ჩავათბუნოთ, დავუდოთ სათბურა. (ეს არის ციება და არა კრუნჩხვა, არ შეგეშინდეთ! )

მიეცით სიცხის დამწევი საშუალება. ბავშვებში, სადაც სიროფი ეძლევა აუცილებლად ბავშვის წონის ნახევარი სჭირდება ნუროფენი, ოდნავ მეტი პანადოლი. სანთლებისგან თავი შეიკავეთ ციების დროს.
დიდებში ჩვეულებრივ, ანალგინი (თუ ალერგიული არ ხართ), პარაცეტამოლი, მიგ 400, ნუროფენი 400მგ, ნიმესილი...

სიცხე პრეპარატის მიუხედავად, აწევას აუცილებლად განაგრძნობს, არ იფიქროთ რადგან მიეცით დამწევი, შეწყდება მატება. აიცილებლად ავა 39-40 გრადუსამდე და მოეხსნება კანკალი და შემცივნება. აი, ამ დროს იწყება სიცხის დამწევი წამლის ეფექტი. პარალელურად, იდეალურია სხეულის გაგრილება.
ბავშვები დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით (თბილით არა, ნელ-თბილით) იღლიების, საზარდულის, მუხლის ფოსოების, კისრის მიდამოში, რათა გააგრილოთ მაგისტრალური სისხლძარღვები, ამით თქვენ ზედმეტი ტემპერატურა გამოგაქვთ სხეულიდან, სანამ პრეპარატი დაწევს და იცოდეთ, ძალიან დიდი შვებაა ორგანიზმისთვის ეს.

მოზრდილებმა სულაც შხაპი რომ გადაივლოთ, შესანიშნავი იქნება.

სიცხე, 38-ის ქვემოთ თუ არ ჩამოვიდა, არ შეგეშინდეთ, არც არის აუცილებელი. ამ დროს სხეული გამოიმუშავებს ბუნებრივ ანტისხეულს - ინტერფერონს, რაც ებრძვის უცხო აგენტებს ანუ ვირუსს.

ელოდეთ რომ რამოდენიმე საათში ტემპერატურა კვლავ წავა ზემოთ, არ იფიქროთ რომ მხოლოდ ერთჯერადი პიკი აქვს ტემპერატურის მატებას, თქვენც იმეორებთ ყველაფერს, უბრალოდ სიცხის დამწევი საშუალებები მონაცვლეობით გამოიყენეთ, ანუ ერთ ჯერზე, მაგალითად, ნუროფენი, მეორე ჯერზე პარაცეტამოლი და ასე შემდეგ.

ანტიბიოტიკი არაფრით არ მიიღოთ სისხლის ანალიზის და რენტგენის გარეშე!!!

ვირუსებს არ შველის ანტიბიოტიკი, თუ არ გართულდა ბაქტერიული ინფექციით (ანუ ჩირქოვანი ანგინით, ან ბრონქიტით, ან პნევმონიით).

თუ ვირუსი გაგრძელდა 3 დღეზე მეტად, მეოთხე-მეხუთე დღეს იკეთებთ სისხლის ანალიზს. თუ ძლიერი ხველაც დაერთო-რენტგენსაც.

ფილტვების აუსკულტაცია(მოსმენა) და ყელის დათვალიერება არ არის 100 % გარანტი იმის, რომ ანთება არაა, ან ანგინა. ზოგჯერ კრეპიტაცია საერთოდ არ ისმინება ყურით რადგან ან წილთაშუაა, ან ახალი დაწყებული. ასევე, ზოგჯერ ყელში ჩირქი გარეგანი დათვალიერებით არ ჩანს, სამაგიეროდ ცვლილება არ გამორჩება ჩვენს სხეულს და სისხლში ლეიკოციტები შეიცვლება, რაც გვიჩვენებს რომ ანთებაა და აი ამ დროს დაგვჭირდება ანტიბიოტიკი.

ყელის ტკივილები ახასიათებს ამ საძაგელ ვირუსს, ნუ ამ დროს ინდივიდუალურია პრეპარატები, კარგად მოქმედებს დორიტრიცინი, ტანტუმ ვერდე, ბენეტი, ორონორმი, სავლებები იოდინოლის, გვირილის ...

აუცილებლად შეინარჩუნეთ გამავლობა ცხვირში, სასურველია ქსილომეტაზონის ჯგუფით დიდებში, ბავშებში ფიზიოლოგიური ხსნარით ჩარეცხეთ და საბავშვო საშუალებები გამოიყენეთ.

და არ დაგავიწყდეთ სითხეები!

მიიღეთ უამრავი, 2-3-4 ლიტრიც კი ( ვისაც არ აწუხებს თირკმლები ან არ აქვს გულის უკმარისობა დადგენილი).
ვირუსული თუ ბაქტერიული ცხელებების დროს ორგანიზმი გაჟღინთეთ სითხით, რადგან აქტიურად ორთქლდება სხეულიდან წყალი ამ დროს.

ეცადეთ ხშირად ანიავოთ ოთახები, არ ჩახურდეთ რადგან ბაქტერიებს თბილი გარემო უყვართ და მრავლდებიან, ასე რომ ეცადეთ გრილად იყოთ და ოთახებში ჟანგბადი შემოუშვათ ყოველ 1 საათში.

ძმრით და არყით დაზელვა არც იფიქროთ, სპირტი უფრო ჩაახურებს სხეულს.

0
634
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0