x
image
მაია 24
ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება" 
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 26 დეკემბერს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს გაფრთხილებას აძლევს:


"მეგობრებო, წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. ფაქტობრივად, ახლა უკვე შევდივართ ე.წ. დაბნელებების დერეფანში. რა არის, რას წარმოადგენს დერეფანი? საქმე ისაა, რომ დაბნელებებს გააჩნიათ სეზონური ხასიათი და სეზონზე, როგორც წესი, გვაქვს ხოლმე ერთი მზის და ერთიც მთვარის დაბნელება, ხოლო პერიოდი, რომელიც ერთი დაბნელებიდან მეორემდე გრძელდება წარმოადგენს კიდეც მათ შორის არსებულ დროის დერეფანს. თუმცა არცთუ იშვიათად დაბნელებების ზეგავლენა ერთი კვირით ადრე მაინც იგრძნობა ხოლმე და ამდენივე ხანი გადაჰყვება დასრულების შემდგომაც.


მთვარის ეკლიპსი იანვრის 10 რიცხვში გვექნება



იქამდე კიდევ არის დრო და ჩვენ მასზე ცალკე ვისაუბრებთ. ახლა კი 26 დეკამბერს დილის 06:18-ზე თხის რქის მე-5 გრადუსზე ამ წლის ბოლო მზის დაბნელება გველის, რომელიც სულ რაღაც 3 წუთსა და 40 სეკუნდს გასტანს, მაგრამ მიუხედავად ასეთი ხანმოკლეობისა, მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება.


როცა ბუნებაში ასეთი მოვლენები ხდება, მზე და მთვარე შეერთებაში მოდიან. ანუ, ფაქტობრივად, ახალმთვარეობასთან გვაქვს საქმე და თუკი ყოველი ახალმთვარეობა ახდენს საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ჩვენზე, როგორიღა იქნება ეს გავლენები, როდესაც დაბნელებასთან გვაქვს საქმე?


როგორც ყოველთვის, ეკლიფსებს ანუ დაბნელებებს გააჩნიათ კარმული ხასიათი. ისინი ყოველთვის აქცენტირებულია მთვარის კარმული კვანძებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენებს აუცილებლად მოაქვს დრომოჭმულის დასრულება ჩვენს ცხოვრებაში და ახლის დასაწყისი. ერთი ესაა, რომ ადამიანების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია და, სამწუხაროდ, ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ სიკეთეს. ჩვენ გვაშინებს სიახლეები, რადგან არ ვიცით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს. ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ რაღაცეებმა თავი ამოწურეს, რომ საჭიროა ძველის გაშვება და ახლის შენება. მაშინ სამყარო ამას ძალით აკეთებინებს. სწორედ ამიტომ აღიქმება დაბნელებების შედეგები ასე ფატალურად.


როგორც ვთქვით, დაბნელებები ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებენ ყოველთვის, გინდ რიგითი ადამიანების და გინდ მთლიანად საზოგადოების, ქვეყნის ცხოვრებაში.


ამჯერად ცვლილებები უნდა გატარდეს იმ თემებში, რაც ეხება თხის რქის თემატიკას. თხის რქის გლობალური მნიშვნელობა არის ბიუროკრატია, სახელისუფლებო ვერტიკალი, კანონი. ინდივიდუალურ დონეზე კი კარიერას, მთავარ, ცხოვრებისეულ მიზნებს, მშობლებთან ან უფროსი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობებს უნდა შეეხოს.


კარგია, რომ დაბნელების წერტილი იუპიტერთანაა შეერთებული. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საშუალებას ჯერ კიდევ გვაძლევს კოსმოსი, ოღონდ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს. რადგან სულ მალე მეორე დაბნელება გვაქვს, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება. ამიტომ უნდა ახლა მაინც გვეყოს გონიერება, რათა შევძლოთ ერთადერთი სწორი გზის არჩევა.


ბოლოს არ შემიძლია არ დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი და არა ვთქვა, ვის შეეხება უფრო ხაზგასმით ეს ამბები. ვინაიდან დაბნელება კირჩხიბისა და თხის რქის ღერძზე ხდება, ცხადია ამ ნიშნების წარმომადგენლებს. აგრეთვე მოვლენების ორომტრიალში ჩათრეულები აღმოჩნდებიან სასწორები და ვერძებიც. მითუმეტეს თუ ისინი თავის დროზე მთვარის ან მზის დაბნელებების ახლომახლო თარიღებზე არიან დაბადებულები. რიგითი ადამიანებისათვის დაბნელება დღის წესრიგში დააყენებს პირადი პასუხისმგებლობების გააზრების საკითხებს, კარიერულ თემებს. მშობლებთან, უფროსი ასაკის ადამიანებთან, ზემდგომებთან უერთერთობის საკითხებს. ზოგისთვის ეს წარმატების მომტანი იქნება, ზოგისთვის სირთულეების. გარდა ამისა, დამოკიდებულია პირად რუკის რომელ სახლში ხვდება თქვენთან დაბნელების გრადუსი.


ტრადიციულად, დაბნელების დროს არარეკომენდებულია ახალი ინიციატივები და წამოწყებები, სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ლოცვებს, მედიტაციას, კარგია მშვიდი მუსიკის მოსმენა, წყლის პროცედურები. ვისაც წნევები, ხერხემალი, სახსრები, ან კუჭის პრობლემები გაწუხებთ, მიიღეთ პროფილაქტიკის სათანადო ზომები".


ნახეთ ასევე:


დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან


"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში


ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით


რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

3
4172
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
4172
  
2019, 25 დეკემბერი, 19:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 25 დეკემბერი, 3:07
გსურთ აღმოჩნდეთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 25 დეკემბერი, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3