განათლება ''თსუ - ადგილი, რომელმაც იმედები გამიცრუა... გარემო აგრესიული და დამცინავი...'' - რას ამბობს თსუ-ს სტუდენტი 2019, 22 დეკემბერი, 16:41 სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას ''პოსტმა'', რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა გარემოს, პერსონალის დამოკიდებულებასა და საუნივერსიტეტო ურთიერთობებს აღწერს. თსუ-ს სტუდენტს, რომელიც მისი თვალით დანახული უნივერსიტეტის შესახებ გვიყვება, ბევრმა სტუდენტმა მხარი დაუჭირა და საკითხი კიდეც განავრცეს, ზოგიერთმა კი - თსუ-ს კრიტიკა დაიწუნა და აღნიშნა, რომ პრობლემები არა უნივერსიტეტში, არამედ თავად აღნიშნულ სტუდენტში მდგომარეობდა. ''პოსტს'' უცვლელად გთავაზობთ. ''თსუ - ადგილი რომელმაც იმედები გამიცრუა. 12 წლიანი მოლოდინი, შრომა და სურვილი იმისა, რომ საოცარი სტუდენტობა მექნებოდა დღეს წყალში ტივტივებს.არ ვიცი, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში იარსებოს მსგავსმა უნივერსიტეტმა.გარემო აგრესიული და დამცინავი.სტუდენტები მტრები ვგონივართ თუ შურთ ჩვენი დღემდე ვერ გავიგე. იმდენად დიდ აგრესიას ვიღებ ხოლმე თუ რომელიმე კორპუსის ადმინისტრაციაში რაიმე კითხვა მაქვს, მირჩევნია გაურკვევლობის მორევში ვიძირებოდე. სასწავლო სისტემა ზუსტად იმდენი წლისაა რამდენისაც ეს უნივერსიტეტი, ძველი, დახავსებული, საშინლად მოსაბეზრებელი (პირველ კურპუსზე ვერ ვიტყვით ვერაფერს, ამდენი კორპუსიდან ერთით ხომ მაინც უნდა მოიზიდონ აბიტურიენტები). იხ. აგრეთვე კომენტარები449 1-ს მოსწონს
|