x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ცისფერყანწელები. მიმართვა საქართველოს მგოსნებს, ყველა მეოცნებეს, ქართველ ხალხს

image
1926 წელი, ქართულ სალიტერატურო ასპარეზე, გამოჩდნენ ცისფერყანწელთა ორდენი. სწორედ მათ სახელს უკავშირდება საქართველოში მოდერნისტული ხელოვნების გამოჩენა. მოდერნიზმი, ეს არის ფართო ცნება და მოიცავს იმპრესიონიზმს, ექსპრეზიონიზმს სიმბოლიზმს, ფუტურიზმს და სხვა. სწორედ, ცისფერყანწელები, იყვნენ საქართველოში სიმბოლისტური სკოლის წარმომადგენლები. ეს ორდენი თავდაპირველად შედგებოდა ცამეტი წევრისგან, ტიციან ტაბიძე 1924 წელს გაზეთ ბარიკადში მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, დარჩება ხსენება იმ ორდენისა, რომელსაც შეადგენს ცამეტი კაცი და ისტორიული ანალოგი, როგორც ცამეტი ასურელი მამა, რომლებმაც საქართველოში იქადაგა ორთოდოქსი ქრისტიანობა, ისე ცისფერყანწელებმა ნამდვილი პოეზია. ამ სიტყვებში, მართლაც არის ჭეშმარიტების მარცვლები, რადგან მათ მართლაც იქადაგეს ჭეშმარიტი პოეზია და არამარტო იქადაგეს არამედ, არამედ შექმნეს კიდეც შესანისნავი ლექსები და გაამიდრეს ქართული პოეზია, ახალი მხატვრული სახეებით, მათ ქართულ ლიტერატურას დამჩნიეს თავისი კვალი, სწორედ ამიტომ მათ სახელებს, ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებენ ქართულ ლიტერატურაში. ცისფერყანწელები თავდაპირველად ქუთაისში მოღვაწეობდნეენ, ხოლო ოციანი წლებიდან თბილისში გდმოვიდნენ. ამ სკოლამ დაახლოებით ათი წელი იარსება 1916 – 1926 წ. მას მერე რაც ხელისუფლებამ ამ ორდენზე დაიწყო შეტევა აქტიურად, იმ მიზეზით რომ ხელისუფლებას სურდა მწერლობა და ხელოვნება მისი იდეულოგიური მსახური გამხდარიყო, ხოლო ცისფერყანწელთა, იგივე სიმბოლისტთა დევიზი ხელოვნება ხელოვნებისთვის იყო და მათი თანაარსებობა მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის. სიმბოლისტური მიდგომა, სიბოლისტური აღქმა ცხოვრებისა დამახასიათებელია ლიტერატურისათვის, მათთვის ხილური საამყარო გაიაზრებოდა, როგორც ზედაპირული სამყარო და მათ დაისახეს მიზნათ, რომ პოეზიის, მწერლობის გზით გაერღვიათ ზედაპირული სამყარო და გასულიყვნენ მიღმა სამყაროში, სწორედ სიმბოლოების საშუალებით. მათ სურდათ შეემეცნებინათ ყოველივე, რაც ხილული თვალით და ადამიანური გრძნობით არ იყო შესაძლებელი, ისინი იყენებდნენ რელიგიურ, ანტიკურ, მითოლოგიურ, სიმბოლოებს და ქმნიდნენ ახალ პოეტურ სიმბოლოებს. რატომ დაარქვეს ცისფერი ყანწები? ცისფერი საერთოდ მიღმიურის ფერია, რომანტიკოსების ფერია და ნიშნავს ხვთაებრივს, ხოლო ყანწები არის თრობის სიმბოლო და პოეზია მათთვის იყო უპირველესად თრობის საშუალება, რათა ისინი მთვრალნი პოეზიით, ზიარებოდნენ რაგაც ამაღლებულს, მიუწვდომელს და ღვთიურს. ცისფერყანწელები თვლიდნენ, თვლიდნენ რომ რუსთაველი მერე ქართული სიტყვა გაცივდა გაცვდა, რომ სამოციანელებმაც ხელოვნებას ერთი კონკრეტული მიმართულება მისცეს, ხალხის მსახურება და რომ მათი მიზანი საქართველოს განთავისუფლება იყო, აი ცისფერყანწელებმა შეცვალეს ეს დამოკიდებულება ცხოვრებასთან. ხელოვნება ხელოვნებას უნდა ემსახურებოდეს, ხელოვნება არ უნდა იყოს სარკე, რომელიც ზუსტად ასახავს რეალობას, ხელოვნებამ უნდა შექმნას ახალი სინამდვილე. ისინი აკრიტიკებდნენ ილას და აკაკის ამ იდეების წინ წამოწევისთვის, თუმცა აღიარებდნენ მათ უდავო პოეტურ ნიჭს, რომლებმაც პოეზიას შეუნარჩუნეს ის სიმაღლე რაც პოეზიას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ილიას და აკაკის გამოუჩნდნენ ეპიგონები, მიმბაძველები რომლებმაც გააღარიბეს ქართული სიტყვა და ის დაცალეს თთქმის შინაარსისაგან, სწორედ ამას გულისხმობდა ტიციანი როდესად ამბობდა რომ ქართულ პოეზიაში შაბლონი გადადის მალაყს. ჟურნალი, ცისფერყანწელები გამოვიდა1916 წელს, გაზეთის რედაქტორმა პაოლო იაშვილმა, ამ გაზეთის პირველ გვერდზე დაწერა წინათქმა, ერთგავრი მანიფესტი უნდა ვუწოდოთ მას, ის ასე იწყებს მიმართვას საქართველოს მგოსნებს, მეოცნებეებს, ქართველ ხალხს მრავალი სასიკვდილოთ გავჩნდით ჩვენ, ბინძური მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაკარგა მშვენიერების სითამამე, ხოლო ცისფერყანწელები მოდიან რათა აღადგინონ ახალი სიტყვა მკაცრი და გაბედული, ისეთი გაბედული როგორც, მეფური ხელის გაქნევა, როგორც მეფის ხელს მიჰყვებიან ათასები, ისევე მათ. პაოლოს ამბობდა მთავარი გაბედულებაა, პოეტმა უნდა გაბედოს გინდაც ხალხმა მას ვერ გაუგოს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ძველის შეცვლა ახლით, სწორედ ამიტომ აღიარებდნენ ისინი მსხვრევის მშვენიერებას, მათ სურდათ საქართველოს გადაქცევა უსაზღვრო მეოცნებე ქალაქათ, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შეცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას, საერთოდ სიმბოლისტური პოეზიისთვის დამახასიათებელია ქალაქზე, ქალაქურ ცხოვრებაზე წერა და არა ზურმუხტოვან ველებზე, მათთვის შთაგონების წყარო მართლაც ქუჩების ხმაური იყო. ჩვენ გვსურს შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები, სადაც თქვენ დაინახავთ მრავალ ფერებს, მათი კერპები კი იყვნენ ის ცნობილი სიმბოლისტები, რომლებმაც მსოფლიოს დაამჩნიიეს თავისი კვალი საკმაოდ ღრმად და საკმაოდ მკაფიოდ, ხოლო პაოლო მათზე ხატოვნად ამბობს ადიდე ღმერთო ეს ჩვენი გიჯური ქალაქი( პარიზი) სადაც გიჯური გატაცებით ჯამბაზობენ ჩვენი ლოთი ძმები ვერლენი და ბოდლერი, მალარმე სიტყვების მესაიდუმლე, და არტურ რემბო სიამაყით მთვრალი დაწყევლილი ჭაბუკი. ცისფერყანწელების გამოჩენას საზოგადოება კრიტიკით შეხვდა, ისე როგორც თავის დროზე ილიასა და აკაკის გამოცენას არ შეხვედრია ტაშის ცემით. პაოლო გამოეხმაურა პათეტიკით კრიტიკოსებს უწოდა მათ ყვითელი მტრები და განაცხადა ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე რადგან ჩვენ ვართ რაინდებიო, ტიციანი პაოლოსგან განსხვავებით გამოირჩეოდა ნაკლები პათეტიკით და მეტი სიდინჯით ის აკეთებდა დასაბუთებულ, ლოგიკურ, არგუმეტირებას ახალი სკოლის ღირსების და დადებითი მხარეების შესახებ მისი თქმით მოდერნისტული ხელოვნება დაიბადა ქალაქში და ის არის, ქალაქის ღვიძლი შვილი, ანუ ბუნებას მისთვის ძუძუ არ უწოვებიაო, ეს პოეზია არის დანისლული იმ შავი კვამლით, რომელიც ქარხნების მილებიდან ამოდის, ამიტომაც ამ მოდერნისტულ ხელოვნებაში არის ნაღველი ძველი პატრიარქალური ცხოვრებისა სოფლური იდილიისა და ამიტომ ეს წარმოცნდება ხოლმე ამ პოეზისიო. არსებობს ორი პოლუსი, რომელიც შეიძლება არასოდეს არ შეერთდეს, ერთმხრივ საუბრობს ვაჟა ფშაველაზე და არაჩვეულებრივად აფასებს მის პოეზიას, ვაჯას უწოდებს პანის ღვთაებრივ მჭვრეტელს, ხევის ნიაღვრით დასველებული მუზით, რომლისთვისაც ბუნება ემბაზიც იყო, საქორწინო საწოლიც და კუბოც ანუ ვაჯა თვიტონ არის ხელუხლებელი ბუნება. მეორე მხრივ არსებობს ოსკარ უაილდი რომლისთვისაც უცხოა ბუნების სიყვარული, რადგაან მისთვის ბუნება დეკორაცია და არ ეყოფა ჯადოქრობა მის გასაცოცხლებლად. ტიციანის აზრით სიმბოლმის როგორც მიდინარეობის უკეთ გასაგებად აუცილებელია. დასწავლილი ფორმულების უარყოფა, ლტოლვა ყოველივე არაჩვეულებრივის მიმართ, გამოხატვა იმისა რაც არ არის სინამვილე, ანუ ხელოვნებამ, უნდა სექმნას ცხოვრებაზე არმატებული რეალობა. ასევე ტიციიანი ანალიზებს მაშინდელ ლიტერატურას საუბრობს იმაზე რომ შაბლონი იყო გაბატონებული ლიერატურაში და ძალიან აღარიბებდა ქართულ პოეტურ მეტყველებას, ის ასევე წარმოაჩეენს რუსთაველის ღვაწლს, ბესიკის ღვაწლს ესთეტიკური კულტურის ამაღლების საქმეში. ჩვენ ევროპას ფართოთ უნდა გავუღოთ კარები, მაგრამ უნდა შვხვდეთ ეროვნული სამოსით, რომლის ყველა ღილი კარგად გვექნება შეკრულიო. მათ პოეზიაში კარგად ჩანს მიწიერის და ციურის შერწყმა, ჩვენი კულტურა, ხელოვნება, ჩვენი შემოქმედება, ეს არის დაუსრულებელი ნადიმი, რადგან ჩვენ ნებისმიერი გაჭირვების დროს შეგვიძლია შევქმნათ, რაღაც ღირებული და ამით ჩვენს სულ მივცეთ საზრდო და ამით გავიადვილოთ ცხოვრება, ესაა შემოქმედება, რომელიც გაჟღენთილია არტისტული მანერებით, რომანტიული პოეზიით, ორიგინალური წარმოსახვებიტ, რაც მატ გამოყოს და გამოარჩევს სხვათაგან. ცისფერყანწელები გამორჩეულნი იყვნენ ცხოვრებაშიც. ჩაცმულობით, ქცევით, სიტყვაპასუხით და მათი ცხოვრება იყო პოეტური. ცისფერთვალება პოეტი დენდი, რომელიც გულგრილ უყურებდა მის ირგვლივ ყველაფერს, ჰქონდა საოცარი სიამაყე იმისა რომ აღემატებოდა ირგვლივ ყოველივეს, ის პოეტი დენდი თვლიდა რომ ქმნიდა არაჩვეულებრივ სამყაროს, რომელშიც ასახლებდა თავისსავე შექმნილ გმირებს. image
ისინი ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ და აღმოეჩინათ საკუთარი მე, ცხოვრობდნენ ბოჰემურათ დადიოდნენ კაფეებში, ცდილობდნენ ყოფილიყვნენ გამუდმებით აღგზნებულ ექსტაზურ მდგომარეობაში და მათი თრობის წყარო მათივე პოეზია იყო, მათ ასევე განახორციელეს სიმახინჯის ესთეტიზება, არ არსებობს სიმახინჯე რომლის სილამაზედ გარდაქმნა პოეზიას არ შეეძლოსო, მათ ცხოვრებისეული სილამაზე წარმოედგინათ ისე როგორც ზღაპარში, ბაყაყს რომ აკოცებს უფლისწული და მეფის ასულაად რომ გადაიქცევა დაახლოებით ასე, ამის მკაფიო მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ, ფრანგი სიმბოლისტის შარლ ბოდლერის შემოქმედებაში, იქ აღწერილია ძაღლის ლეში რომელსაც ეხვევიან ბუზები, საკმაოდ ნატურალურად და ბუნებრივათ, , ესაა სცენა და ადამიანი ერთ შეხედვით იფიქრებს სად ლეში სად პოეზიაო, მარა ლექსიის ბოლოს ასეთი სტრიქონებია სატრფოსადმი მიმართული, რომ გავა წლები და შენც იქცევი ამნაირ ლეშად, მე ჩემი პოეზიით ისევ გავაცოცხლებ გავამშვენიერებ შენს სხეულს შენს სახელს და შენს ცხოვრებასო, სწორედ ამ სიუჟეტიდან ვხედავთ პოეზიის მაგიურ ძალას, რომელსაც აღფრთოვანებაში მოვყავართ. სიმბოლისტები არ ამბობენ, რომ რასაც ისიინი ამბობენ არის ერთადერთი ჭეშმარიტება, მაგალითად ვალერიან გელაშვილი ამბობდა, შეიძლება მომავალმა ესტეტიკამ სრულიად უარყოს ის ხელოვნება რომელითაც ჩვენ ვამაყოფთო, მაგრამ მათ სჯეროდათ იმისა რასაც ქმნიდნენ, მათ სჯეროდათ რომ ქმნიდნენ ახალ პოეტურ მითოლოგიას და ყველაფერი რასაც ისინი ქმნიდნენ ემსახურებოდა ქართული ხელოვნებას. 1926 წელს ცისფერყნწელთა ორდენი დაიშალა და შექმნეს სხვადასხვა სტილის და მიმდინარეობის პოეზია, მაგრამ მათ ბოლომდე შეინარჩუნეს თავისუფლების წყურვილი, დაუმორჩილებლობა. სამწუხაროდ ბევრი მათგანისთვის ეს დაუმორჩილებლობა საბედისწერო აღმოჩდა, მათ შორის პაოლო იაშვილი რომელსაც თავი მოაკვლევინეს1937წელს მწერალთა სახლში, ხოლო ტიციან ტაბიძე და ნიკლოზ მიწიშვილი დახვრიტეს

1
230
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ბოკუჩავა
ელენე ბოკუჩავა
230
  
2019, 29 დეკემბერი, 2:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1