x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სიმართლე გითხრათ, ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმომედგინა ის რაც მოხდა" - ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა, მათივე ინფორმაციით, ადამიანები "ფეიქ" ანგარიშებს თავიანთ გვერდებზე ჩართულობის გასაზრდელად იყენებდნენ: "ხუმრობის გარეშე თუ ვილაპარაკებთ, ივანიშვილის ხელისუფლებას იმაზე დიდი დარტყმა მიაყენა ფეისბუქმა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ერთი, რომ თავს ლაფი დაასხა ოფიციალურად: პირდაპირ დადო დასკვნა, რომ ყალბი ანგარიშები ქართულ ოცნებას უკავშირდება, არადა შეეძლო არ ეთქვა ეს და უბრალოდ დაეწერა რომ ერთმანეთთან დაკავშირებული საეჭვო გვერდები დაბლოკეს. შეეძლოთ არ დაესახელებინათ ამ გვერდების მიერ დახარჯული თანხა და არც თანხის დამხარჯავი, მაგრამ ფაქტიურად კომერციული ინფორმაცია გასცეს, პირდაპირ, ნაჯახივით ჩასცხეს ივანიშვილს ეს ამბავი, რაც ნიშნავს, რომ სამომავლოდაც გაიშიფრება ადამიანების მოწამვლაში დახარჯული თანხის რაოდენობა და დამხარჯველი. ფაქტიურად პოლიტიკური აქტი ჩაუტარეს და უთხრეს, რომ აღარ უნდათ მისი ტოქსიკური ფული ფეისბუქზე იხარჯებოდეს." არ გვინდა ჩვენი მომსახურება ადამიანებით მანიპულირებისთვის იქნას გამოყენებული"– ესეც ფრაზა განცხადებიდან. სიმართლე გითხრათ, ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმომედგინა ის რაც მოხდა. დიდება მარკს!" - დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში სულ 39 ქართული "ფეისბუქ" ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 "ინსტაგრამ" ექაუნთია წაშლილი.





5
482
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
482
  
2019, 22 დეკემბერი, 14:15
ხდება ხოლმე. :)
2019, 22 დეკემბერი, 14:00
კი მივხვდი, უბრალოდ მე ღიმილები გამოვგზავნე და რატომაღაც კითხვის ნიშნები დაჯდა :)
2019, 22 დეკემბერი, 13:46
ჯანგირაშვილზე დავწერე თქვენ არ გეხებათ.
2019, 21 დეკემბერი, 23:17
და ამას ამბობს ქალი, რომლის ქმარმა სტუდიაში მიწვეული სტუმრები დააკავებინა.
აქუ არ დაგეკარგოს სადმე, კარგად დაუთბილე ფეხები, ემანდ არ გაგვიცივდეს "ჟურნალისტიკის მამა". :)))
0 1 5