საზოგადოება მულტიმილიონერი ეძებს ათ მოხალისეს , რომელიც მასთან ერთად მდიდრულ ვილაში იცხოვრებს 2019, 21 დეკემბერი, 18:58 მდიდრებიც რჩებიან მარტო. ერთ-ერთ მათგანს სურს იპოვოს კომპანიონი ადამიანები, რომელებიც მასთან ერთად დატკბებიან ცხოვრებით ახალი ზელანდიის სამოთხეში. გერმანელმა ბიზნესმენმა, კარლ რეიპენმა ახალ ზელანდიაში ჩასვლის მერე ქონება შეიძინა ჩრდილოეთ კუნძულზე. იქ ვიზიტის შემდეგ მას ძალიან შეუყვარდა ეს ქვეყანა, წერს გამოცემა "Stuff." ამ ზეციურ ადგილზე გადასვლის შემდეგ, მან დაიწყო თავისი ნაკვეთების მოწესრიგება. ყველაფერი იდეალურად რომ გაეკეთებინა, ამისთვის დასჭირდა ათი წელი. ახლა კი მან გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება და თავისი ედემის სხვებისთვის გაზიარება. კაცი ეძებს არანაკლებ ათ ადამიანს 70 წლის ასაკამდე, ვინც თანახმაა იცხოვროს მის 5, 6 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში, სადაც ასევე არის ვენახი და საჯინიბო. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუმრებს შეუძლიათ იცხოვრონ ორ სახლში, შეხვდნენ ერთმანეთს სადილზე, ისიამოვნონ საუბრებითა და ზღვის შესანიშნავი ხედებით და ასევე, კუნძულზე არსებული სხვა ფუფუნებით დატკბნენ. ”თუ თქვენ გსურთ ცხოვრება საინტერესო ადამიანების საზოგადოებაში, მაშინ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა. შეგიძლიათ ისიამოვნოთ ლამაზ ბუნებაში სეირნობით, თევზაობით, შეგიძლიათ იაროთ საყიდლებზე, იბანაოთ მდინარეში, დატკბეთ ფრინველებით და საყვარელი ცხოველებით.” - წერს კარლ რეიპენი. კარლ რეიპენმა ქონება დააგროვა ცივი ყავის გაყიდვით, მუშაობდა ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა Nescafé და Coca Cola. ასევე არსებობს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მულტიმილიონერის სახელს ატარებს. 683 1-ს მოსწონს
|