საზოგადოებრივი 12 ფაქტი ძველი მსოფლიოს ისტორიიდან, რომელიც სახელმძღვანელოებში არ წერია 2020, 10 აგვისტო, 9:20 ძვ. წ. აღრ. 3000 წ-დან — ახ. წ. აღრ. 500 წ-მდე პერიოდი, რომელსაც ძველ მსოფლიოს ვეძახით, უსაზღვრო სივრცეს გვაძლევს ახალი აღმოჩენებისთვის და მათ შორის, ისეთებიც არის, რომლებიც ადამიანის ბუნების ჩვენეული წარმოდგენების ჩარჩოს სცილდება... ხოლო, ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორები, განზრახ უგულებელყოფენ ფაქტებს, რომლებიც თანამედროვე ადამიანისთვის და განსაკუთრებით, ბავშვისთვის, შეიძლება მიუღებელი იყოს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში, თითქმის არაფერია ნათქვამი, უბრალო ადამიანების ცხოვრების და ყოველდღიური ყოფის შესახებ, რადგან ძველი ისტორიკოსები, უფრო მნიშვნელოვნად იმას თვლიდნენ, რომ მსოფლიოსთვის იმპერიის სიძლიერის შესახებ ეცნობებინათ, ვიდრე ადამიანების ყოფის — მათი ჩვევების და ტრადიციების შესახებ მოეყოლათ.
აქ წარმოდგენილია 12 ფაქტი, რომელიც ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ეხება და მეტისმეტად უცნაური და ზოგ შემთხვევაში, აღმაშფოთებელიც არის საიმისოდ, რომ სკოლის სახემლძღვანელოებში დაეწერათ. თანამედროვე სუდანის ერთ-ერთ ისტორიულ ოლქში უფრო მეტი პირამიდაა, ვიდრე ეგვიპტის მთელს ტერიტორიაზე. მეროეს პირამიდები, სუდანის უდაბნოში, ქუშანის დინასტმიის ნუბიელი მეფეებისთვის ააშენეს, რომლებიც ქვეყანას 2700 — 2300 წლის წინ მართავდნენ. ძველმა ეგვიპტელებმა კბილის პასტა შექმნეს, რომლის შემადგენლობაში ქვამარილი, წიწაკა, პიტნა და ზამბახის გამხმარი ყვავილი შედიოდა. პირის ღრუს სავლებ საშუალებად, შარდს იყენებდნენ ძველ რომში, რადგან როგორც ცნობილია, ის ამიაკს შეიცავს, რომელიც მსოფლიოში, ერთ-ერთ საუკეთესო საწმენდ საშუალებად ითვლება და სხვადასხვა სახის სარეცხ საშუალებებში დღესაც გამოიყენება. «სატი» — ძველი ინდური ტრადიცია იყი, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი კაცის ქვირვს, სამგლოვიარო კოცონზე, ქმართან ერთად წვავდნენ. ჩვენს დროში «სატი», კანონით, აკრძალულია! თუმცა, ზოგჯერ, მისი გამოყენების შესახებ მაინც ხდება ცნობილი. მესოპოტამიაში არსებული ტრადიციის მიხედვით, თუ ცოლი ქორწინების ღამეს არ დაფეხმძიმდებოდა, ქმარს მისი, როგორც უხარისხო საქონლის, დაბრუნება შეეძლო. სხვა ტრადიციის მიხედვით, ქორწინების ბათილად ცნობა იმ შემთხვავში შეიძლებოდა, თუ ქორწილი საკმარისად დიდი არ იყო. მაიას ტომის წარმომადგენლები საკუთარი შვილების თავის ქალას სიმინდის ტაროს ამსგავსებდნენ. თავისთვის წვეტიანი ფორმის მისაცემად, ისინი ახალშობილებს თავს ქსოვილით მჭიდროდ უხვევდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ისინი სიმინდის კულტს ეთაყვანებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ღმერთმა ადამიანები სწორედ ამ მცენარისგან შექმნა. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ძველ ეგვიპტეში, როგორც გაირკვა, ჯანდაცვის სისტემა არსებობდა. ლუქსორის არქეოლოგიური გათხრების დროს, აღმოაჩინეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ძვ. წ. აღრ. XII ს., ფარაონების სამარხების მშენებლობაზე დასაქმებულ ხელოსნებს, უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება და ბიულეტინზე გასვლა შეეძლოთ. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, ერთი სოციალური ფენის ქალს და მამაკაცს თანაბარი უფლებელი ჰქონდათ. ქალებს შეეძლოთ მუშაობა და ფულის გამომუშავება, ყიდვა, გაყიდვა და მემკვიდრეობის მიღება, მათ ასევე ჰქონდათ განქორწინების და ხელმეორედ გათხოვების უფლება. ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს ძველი დრუიდების შესახებ, რადგან ისინი საკუთარი ცოდნის ჩაწერას კრძალავდნენ. შეიძლება, ზოგიერთმა იფიქროს, რომ მათ წერა არ იცოდნენ, მაგრამ რეალურად, — არ უნდოდათ, რომ მათი ცოდნა უცხო ხელში მოხვედრილიყო. ძვ. წ. აღრ. III საუკუნეში, ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაზე, 400 000 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმრავლესობა ჯარისკაცი და მონა იყო და ყველა მათგანი კედელში არის დამარხული. ბაბილონის მეფის, ხამურაბის (ძვ. წ. აღრ. 1793-1750 წწ.) კანონთა კრებულის მიხედვით, ვაჟი, რომელიც საკუთარ მამაზე ხელს ასწევდა, ხელის მოკვეთით ისჯებოდა. ხოლო, ქალის მოკვლის შემთხვევაში, — შეიძლება, მკვლელის ქალიშვილი დაესაჯათ სიკვდილით. რომაელებმა ლიფტების და ასაწევი კარებების რთული სისტემა შექმნეს, რომლის მეშვეობით კოლოსეუმის არენაზე სახიფათო ცხოველები გაჰყავდათ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული კვლევის დროს, მეცნიერებმა 28 ხელის ლიფტი აღმოაჩინეს — თითოეული მათგანი 600 ფუნტის (272, 16 კგ.) გადაადგილებაზე იყო გათვლილი. * ძველი რომი – როგორ გახდა სოფლის ტიპის დასახლება «ნახევარი მსოფლიო» * პატარა პირამიდების ქვეყნის საიდუმლო * შუმერული ცივილიზაცია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა * როგორ გადაეჩვივნენ ინდოელები სატის – ქვრივის ცოცხლად დაწვის რიტუალს 854 5-ს მოსწონს
|