სხვა როგორია ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა და რა წერილი დაუწერა მან შს მინისტრს? 2019, 20 დეკემბერი, 19:18 ბათუმში დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კისრისა და წვივის არეში მიყენებული შემავალი ჭრილობებით ოთარ თავართქილაძე საავადმყოფოში მკურნალობს. რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მოქალაქემ, საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელი დაჭრა. ბრალდებული 37 წლის, წარსულში ნასამართლები პირია. ირკვევა, რომ პოლიციელზე თავდასხმის დროს, ასევე დააკავეს ბრადებულის ძმაც. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება. ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი შს მინისტრმა მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა. საავადმყოფოში თანამშრომლის მონახულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს, ავთანდილ მჟავანაძეს შეხვდა. მინისტრმა მომხდარი შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო პატრულის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. დაჭრილმა პოლიციელმა შს მინისტრს წერილი დაუწერა 111 შეფასება არ არის
|