x
image
ლურჯი თოლია
ბავშვის მენტალობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი

image

იცით თუ არა, რომ ბავშვის მენტალობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვან ნაბიჯს პროტესტის გაჩენა წარმოადგენს?

პროტესტის გამოხატვა - ეს არის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბავშვები გარემოზე და მოვლენებზე დაკვირვებით აღწევენ. ყოველი ბავშვი ინდივიდუალურ გარემოში იზრდება, შესაბამისად მისთვის მისაღები ნორმები განსხვავდება სხვა ადამიანების შეხედულებებიდან. თუ ბავშვები ამჩნევენ მათთვის მიუღებელ მოვლენას - მათში იღვიძებს ცვლილების სურვილი. როდესაც ბავშვი გამოხატავს საკუთარ პროტესტს - ის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ემოციებზე და თვლის, რომ მისი მოსაზრება ღირებული, პატივსაცემი და საჭიროა.

რა იწვევს პროტესტს ბავშვებში?

უსამართლობა. ჩაგვრა. ბრაზი. წყენა. გულის ტკივილი. ყველაფერი ის, რაც ზრდასრული ადამიანებისთვისაც მიუღებელი და უსიამოვნოა. თუმცა, ზრდასრული ადამიანები, შეჩვეულნი ყოველდღიურ უსამართლობას, არ გამოხატავენ საკუთარ პროტესტს მძიმე ფორმებში, რადგან ნორმისგან და ჩვეული რიტმისგან გადახვევა და რაიმეს გაპროტესტება დანაშაულის გრძნობას ბადებს. ზრდასრული ადამიანები იშვიათად მიმართავენ ვანდალიზმის აქტს, რადგან უფრთხილდებიან გარემოს, ქალაქს, კედლებსა და ქუჩებს. ზრდასრული ადამიანები აკონტროლებენ შინაგან დაუოკებელ პროტესტს, გარდაქმნიან მას აღშფოთებად და უბრალო ნეგატიურ ემოციებად. ბავშვები არ ერიდებიან საკუთარი მოსაზრებების და პროტესტების გამოხატვას - ისინი ხატავენ კედლებზე, ყვირიან, ჩხუბობენ, ტირიან, ამსხვრევენ შუშებსა და სტერეოტიპებს, იცვამენ უცნაურად, მღერიან ხმამაღლა…

უნდა დაისაჯოს თუ არა ბავშვი პროტესტის გამოხატვის გამო?

თუ ბავშვს ან მოზარდს იმდენად აწუხებს მოცემული რეალობა, რომ მას, უსამართლობისგან გაბრაზებულს და გულნატკენს, უჩნდება დაზიანების და გაფუჭების სურვილი - მისი პროტესტი იმსახსურებს სათანადო ყურადღებას. საუბარი, დამშვიდება, ახსნა, თანადგომა - ყოველივე ეს აძლევს ბავშვს უფლებას ენდოს და გაიხსნას გარშემომყოფ ადამიანებთან. თუ ბავშვი ხედავს, რომ ადამიანები ცდილობენ გაიგონ და გაიზიარონ მისი ემოციები - მასში დაბუდებული აგრესია გადაიზრდება სურვილში. ცვლილების, საკუთარ თავზე და გარემოზე მუშაობისა და სიმშვიდის სურვილში.

0
151
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0