საზოგადოება „პოლიციელები შარვალს რომ მხდიდნენ, ბოთლს მადებდნენ და ვიდეოსაც იღებდნენ“ - 16 წლის ბიჭი 2019, 19 დეკემბერი, 17:56 ![]() მოზარდის წამების ფაქტი 10 აპრილს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დაადასტურა და ის დაზარალებულად სცნო. * * * პროკურატურის მიერ გამოცემულ დადგენილებაში ვკითხულობთ: „გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ამ ეტაპზე დაუდგენელმა თანამშრომლებმა, ბოლნისის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ, რომელსაც სთხოვდნენ ქ. ბოლნისში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან 7000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობის ქურდობის აღიარებას, მოპარული ნივთების ნაწილის ადგილსამყოფელის და თანამზრახველის დასახელებას. ფიზიკური ძალადობის შედეგად, არასრულწლოვანს მოტყდა ხელი“. * * * პროკურატურის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი სამართალდამცავთა მხრიდან მოზარდის გაუპატიურების მუქარაზე. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, გამოიკითხა არაერთი პირი, გამოძიება სწავლობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული თ.ა.-ს სამედიცინო დოკუმენტაციას. გარდა ამისა, უწყების განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება და გამოიკითხება ყველა პირი, ვისი შემხებლობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში. . როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, არასრულწლოვანის მშობლებმა ფაქტის შესახებდანაშაულიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 8 მარტს განაცხადეს. ამ გარემოებამ კი მათი თქმით, შეუძლებელი გახადა სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. მათ შორის, ვერ მოხერხდა არასრულწლოვანის ტანსაცმელის ამოღება, რომელზეც დაინიშნებოდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა - დნმ, ტრასოლოგიური და ა.შ. 1364 შეფასება არ არის
|