x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დავბრუნდი... მიშას დაბრუნება და მეორედ მოსვლა იქნება ფილარმონიაში“ - მამუკა ლომაშვილი
image


ცნობილი ქართველი პაროდისტი მამუკა ლომაშვილი იუმორინას უბრუნდება. ცნობილია, ისიც რომ შარშანდელი პაუზის შემდეგ წელს ფილარმონიაში ისევ დაიგეგმა საახალწლო კონცერტი, რომელსაც ჯემალ ბაღაშვილის გუნდი ამზადებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად საახალწლო კონცერტი მხოლოდ ერთი დღით, ერთ სეანსად გაიმართება.


ძველი თაობის მსახიობებთან ერთად წელს იუმორინას კონცერტზე გამოჩბნდება მამუკა ლომაშვილიც.


"დავბრუნდი და პაროდიებს ვაკეთბ. მიშას დაბრუნება და მეორედ მოსვლა იქნება ფილარმონიაში" ამბობს იუმორისტი მამუკა ლომაშვილი.


"22 დეკემბერს ფილარმონიაში იქნება "იუმორინას" საიუბილეო კონცერტი და ინტენსიურად ვემზადებით. ახალი ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება. გარდა ამისა, ჩემი საბავშვო თეატრი "მაჩაბელა" მაქვს, რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ. და კიდევ ახალ ამპლუაში გამოვჩნდები - მალე საავტორო გადაცემას წავიყვან. გადაცემა "ჯიემტივიზე" გავა. რისი თქმაც ახლა შემიძლია ისაა, რომ შოუ იქნება საინტერესო, შემეცნებითი და გასართობი. ძალიან ბევრ თემას განვიხილავთ, რომბლებზეც ხშირად ვფიქრობთ, გვაინტერესებს და არ ვიცით. გადაცემის წამყვანი მხოლოდ მე ვიქნები"-ამბობს მამუკა ლომაშვილი.


შეგახსენებთ, რამდენიმე წლის უკან მამუკა ლომაშვილმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების თაობაზეც განაცხადა.


„სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო წინსვლაც მქონ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. ჰოდა, ჩემს მე­გობ­რებს გა­უკ­ვირ­დათ, სცე­ნა­ზე რომ და­მი­ნა­ხეს. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კა ისე­დაც შე­მო­იჭ­რა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი. ჰოდა, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - პო­ლი­ტი­კუ­რი "სახე" ხარო, რის გა­მოც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში "მბლო­კავ­დნენ". - აღნიშნავს პაროდისტი.


მამუკა ლომაშვილი კრიტიკული კომენტარებით ხშირად გამოირჩევა. განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის და მისი წევრების მიმართ.

1
525
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
525
  
2019, 18 დეკემბერი, 18:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1