x
image
მატასი
უბრალო საკითხავი
გრილი ღამე, ერთი ბოთლი თეთრი პორტვეინი, კიბორჩხალა და ნამდვილი, გაურუჯავ სხეულიანი კაცი. არავითარი სანთლები და რომანტიკა. მხოლოდ ცივი მთვარე და ჭუჭყიანი ჰორიზონტი. უფ როგორ ვერ გიტანთ. სიმარტოვის საბანში გახვეული სიზმრების გაუმაძღარი მათხოვრები. მე ზამთარზეც ვგიჟდები.

ადამიანი ყველაზე გონიერი არსებააო და ხშირად მიკვირს ამდენი ჩამძაღებული აზროვნება რატომ არსებობს. თუმცა იდეალისტი არ ვარ, ცხოვრებასაც ისეთს ვიღებ როგორიც არის, არც სხვების ტვინში ჩაჭაობებული სინამდვილე მაინტერესებს და არც მოწინავე აზროვნების, ხმამაღლამყვირალე განმანათლებლები მაღელვებენ. არც გმირებზე ვგიჟდები და არც პატრიოტიზმის თემაზე შესრულებულ სიმღერებსა თუ სადღეგრძელოებზე მადგება თვალზე მლაშე ცრემლები.

ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულ წყვილებზე რა გითხრათ, მეცინება, ყველაფერი ეს ყელამდე ამოსულ და ზემოთგადმოსულ სიყალბედ მეჩვენება. არა შინაბერა არ ვარ, იქამდე ბევრი მიკლია. გათხოვებით კი არ ვიცი, ნამდვილი კაცის ცოლი გავხდები. ოღონდ ახლა არა, არც მიხსენოთ. საერთოდ კი თავის გამოდება არ მიყვარს ხოლმე, თავს გამოიდებ და რა მერე, არც არაფერი, ვირის თავ-ფეხი...

ბიბლიოთეკაში ან წიგნების მაღაზიაში ვიმუშავებდი. მომართმევენ. შენც არ მომიკვდე. განსაცდელში როცა ვართ ჩვეულებრივვი ცხოვრება ადვილად გვეჩვენება ხოლმე, როცა მას ვუბრუნდებით ვერაფერსაც ვერ ვახერხებთ. მხოლოდ ხანდახან შეიძლება გაგიმართლოს, ან მოგეჩვენოს რომ გაგიმართლა. არ ვწუწუნებ, ხომ ვთქვი ცხოვრებას ისეთს ვიღებ როგორიც არის მეთქი. უსექსობით დამჟავებული მოსიარულე სხეულებით სავსე ქალაქი. ოფლისსუნიანი ავტობუსები და უსექსო ლოგინები.


ტუჩებს გავილოკავ და ისე გაკოცებ არავისთვის რომ არ მიკოცნია. ჯანდაბასაც წაუღია რომანტიკა, ფიქრით გათენებული ღამეები, ნატანჯი ნერვები და სხვა დანარჩენი, სიყვარულისთვის აუცილებელ პირობას რომ წარმოადგენენ. მოდი ჩამეხუტე. შენც საკმარისი ხარ. და მერე რა თუ ხვალ ვერ აგიტან ან უბრალოდ აღარ მომეწონები. არ მესმის ადამიანების ტრაგედიად რომ აქცევენ ხოლმე უბრალო ცხოვრებისეულ მოვლენებს. ოხ მე სასტიკად განვიცდი ხოლმე ყველაფერს, მაგრამ 2 დღე ან 1 კვირა ხომ სრულიად საკმარისია. ჰმ.

იმ საღამოს სამანდას მოვუყევი თუ როგორ შევხვდი მას და როგორი ღიმილი ჰქონდა. სამანდამ ცერა თითი გაილოკა, მაღლა აიშვირა და ეშმაკურად შეჰყვირა: აქ რაღაც მოხდება!

სამსახურის ძებნა უნდა დავიწყო, ოღონდ ჯერ არა. დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა, 35 წლის გავხდი. გეხუმრებით, სინამდვილეში 14 წლით პატარა ვარ. მარტივი არითმეტიკა.

4
30
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
30
  
2012, 12 აგვისტო, 23:46
დიდი მადლობა
2012, 4 აგვისტო, 10:52
გენიალურია. ალბათ თქვენ იცით უელბეკი, მაგრამ თუ არა გირჩევთ წაიკითხოთ აუცილებლად გაგიტაცებთ ,,პლატფორმა", ,,ელემენტარული ნაწილაკები", ,,ბრძოლოს ველის განვრცობა"
2012, 3 აგვისტო, 22:48
მადლობ
2012, 3 აგვისტო, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4