x
image
ტორნადო07
ობსერვატორია "სფინქსი"

შვეიცარიაში, ინგფრაიოხის უღელტეხილიდან 600 მეტრში მდებარეობს 3571 მეტრი სიმაღლის კლდე სახელად "სფინქსი". კლდეზე მდებარეობს სათვალთვალო მოედანი, მეტეოსადგური და ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ობსერვატორია, რომელიც კლდის სახელს ატარებს.
"სფინქსის" სათვალთვალო მოედნიდანი იხსნება ალპების 360 რადუსიანი პანორამა და მონბლანის ულამაზესი ხედი. იქ შეიძლება მოხვდეთ ჩქაროსნული ლიფტით, რომელიც "სფინქსამდე" 110 მეტრიან მანძილს 25 წამში ფარავს და საათის განმავლობაში 1200 მგზაავრის გადაყვანა შეუძლია.
ობიექტი 1912 წლის 1 აგვისტოს გაიხსნა და ეს ბერნის მთებში მასიური ტურიზმის განვითარების დასაწყისს ნიშნავდა. ობსერვატორიასთან რკინიგზით შეიძლება მოხვდეთ. საწყის პუნქტს წარმოადგენს 2061 მეტრზე მდებარე დასახლება მცირე შაიდეგი. 50 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მოხვდებით დიდ ალპურ მყინვართან. 12 კილომეტრიანი მონაკვეთით ტურისტი ადის დამატებით 1400 მეტრზე, გზის ნახევარზე მეტი გვირაბებზე გადის. რკინიგზით მგზავრობისას თქვენს წინ გადაიშლება ულამაზესი ალპური პეიზაჟები, გულგრილი ნამდვილად არავინ დარჩება. ობსერვატორია "სფინქსის" დანახვისას პირველად შეგექმნებათ შთაბეჭდელება თითქოს ჯეიმს ბონდის ფილმიდან რომელიმე ბოროტმოქმედის სამალავს უყურებთ. შვეიცარიაში მოგზაურობისას ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ.imageimageimageimage

imageimageimageimage

1
54
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
54
  
2012, 3 აგვისტო, 19:45
რა სილამაზეა,
0 1 1