Quiz აირჩიეთ ნიღაბი და გეტყვით, რას მალავთ მის მიღმა 2019, 14 დეკემბერი, 12:23 წესები მარტივია: აირჩიეთ მოწონებული ნიღაბი და ნახეთ, მთელი სამყაროსგან რას მალავთ.
ნახეთ ტესტის შედეგები: ნიღაბი 1 თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, სხვებს საკუთარ იდეებს უმალავთ. ასე იმიტომ იქცევით, რომ გეშინიათ, რომ სხვები თქვენს ფიქრებს მოიპარავენ ან არასწორი მიზნით გამოიყენებენ. იდეები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. ნიღაბი 2 სხვებს შინაგან სითბოს უმალავთ. ახლობლებს ძლიერი და ცივსისხლიანი ადამიანი გონიხართ, მაგრამ სინამდვილეში თბილი და მეგობრული ხართ მიუხედავად იმისა, რომ ამას სხვებს არ აჩვენებთ. თქვენს გულუხვ ბუნებას იყენებს ის, ვინც ადამიანური სითბოს ღირებულებას არ აფასებს. გეშინიათ, რომ სხვები თქვენს სიკეთეს ვალდებულებად მიიღებენ. ნიღაბი 3 მალავთ იმას, თუ სინამდვილეში სხვებზე რას ფიქრობთ. ყურადღებიანი ხართ და ამიტომ ადამიანის ნამდვილი ბუნების დანახვა შეგიძლიათ, თუმცა საკუთარ მოსაზრებებს არავის უზიარებთ. თუ ვინმემ მოგატყუოთ, ამას მიხვდებით, მაგრამ წინსვლას გააგრძელებთ, რადგან თვლით რომ იმ ადამიანზე ნერვიულობა არ ღირს, ვინც თქვენთან გულწრფელი არაა. ნიღაბი 4 თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, საკუთარ სურვილებს მალავთ. ეს შეიძლება იყოს რაღაც ფიზიკური ან რაიმე ობიექტზე მიმართული, თუმცა არავის ეტყვით, თუ ამით რამდენად შეპყრობილი ხართ. გეშინიათ, რომ სხვები თქვენ სურვილებს ვერ გაიგებენ. სწორედ ამიტომ, სხვებს ამას უმალავთ და ისე იქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა. ნიღაბი 5 თქვენ საკუთარ ტკივილებზე არასდროს ილაპარაკებთ. მიუხედავად იმისა, რომ გაღიმებას აგრძელებთ, თითქოსდა სულიერმა ტკივილმა დაგაბრმავათ. გეჩვენებათ, რომ ეს მხოლოდ თქვენი ბრძოლაა და ვერავინ მიხვდება, თუ რისი გადატანა მოგიწიათ. სწორედ ამიტომ, გრძნობებს მალავთ და სამყაროს უღიმით. ნიღაბი 6 სხვებს სიყვარულს უმალავთ. გრძნობები თქვენთვის განსაკუთრებულია და მას საკუთარ გულში მხოლოდ მნიშვნელოვანი ხალხისთვის ინახავთ. სიყვარულს მხოლოდ მათ მიმართ გამოხატავთ, ვისთვისაც გსურთ. თქვენ სიყვარულის შესახებ ხმამაღლა არ ყვირიხართ, არამედ ყურში უჩურჩულებთ იმას, ვისკენაც ეს გრძნობაა მიმართული. ნიღაბი 7 თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, სხვებს იმას უმალავთ, თუ რამდენად უცნაური ხართ. უნიკალური ადამიანი ხართ, ირგვლივ მყოფი ხალხისგან გამოირჩევით, მაგრამ არ გსურთ, რომ სხვებმა ეს დაინახოს, რადგან გეშინიათ რომ გაგკიცხავენ. თქვენი უნიკალურობა ძალიან მაგარია, მაგრამ ყველას შეუძლია სხვა ადამიანის მიღება. ნიღაბი 8 სხვებს საკუთარ შინაგან ცეცხლს უმალავთ. თქვენი ოცნებები, იმედი და მისწრაფებები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, სხვებს კი მხოლოდ მაშინ გაუმხელთ, როცა მათ მიაღწევთ. ცეცხლი, რომელიც გულში ანათებს და წარმატების მიღწევის სურვილი არის ის, რასაც მხოლოდ თქვენთვის ინახავთ. ნიღაბი 9 სხვებს თქვენს სიბრაზეს უმალავთ. ამ სისულელისთვის დრო არ გაქვთ, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ იდიოტები გახვევიათ. მათ სისულელის გამო ვერ სცემთ, ამიტომ სიბრაზის შეკავება, გაღიმება გიწევთ. ნიღაბი 10 სხვებს შინაგან ცხოველს უმალავთ. თქვენ უცნაური, ველური ადამიანი ხართ, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ ამ თქვენს მხარეს როგორ გაუმკლავდეს. ყველა ნამდვილად აღფრთოვანებული არაა, თუ შინაგან ცხოველს რამდენად ჰგავხართ. სწორედ ამიტომ, ფიქრებს არავის უზიარებთ და სხვებს უმალავთ იმას, რაც მოტივაციას გაძლევთ. ნიღაბი 11 თქვენ შინაგან ჭეშმარიტ ბუნებას მალავთ. ბედნიერი ადამიანი ხართ, რომელსაც გართობა, ხუმრობა, თამაში უყვარს, მაგრამ ამას მხოლოდ ახლობლების წრეში აკეთებთ. ყველა დანარჩენისთვის ხართ ის, ვინც სერიოზულად უნდა აღიქვათ. ნიღაბი 12 სხვებს შინაგან სიმარტივეს უმალავთ. უბრალო ადამიანი ხართ და ბედნიერებას წვრილმანებში პოულობთ. თქვენ სასიამოვნო წვრილმანები მოტივაციას გაძლევთ. ფიქრობთ, რომ ამის შესახებ სხვებმა არ უნდა იცოდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაბამისად მოგექცევიან. სწორედ ამიტომ, ახლობლებთან და საზოგადოებაში სულ სხვაგვარად იქცევით. ასევე დაგაინტერესებთ: აირჩიეთ ყველაზე ბედნიერი წყვილი და ნახეთ როგორი ხართ ურთიერთობაში სურათზე 2 ქალი და კაცია - ვინ არის ცოლი: ტესტი ყურადღებაზე აირჩიეთ ცხოველი და გაიგეთ, რა გელოდებათ სიყვარულსა და სამსახურში უახლოეს დროში რომელი მთვარე მოგწონთ ყველაზე მეტად? - ეს თქვენი პიროვნების ხასიათს გამოავლენს პირველი, რასაც სურათზე დაინახავთ, აღწერს თქვენს სისუსტეს სიყვარულში 1293 შეფასება არ არის |