მსოფლიო საფრანგეთის პრეზიდენტის და ფინეთის პრემიერ-მინისტრის ფლირტი ბრიუსელის სამიტის მთავარ თემად იქცა 2019, 14 დეკემბერი, 7:53
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, როგორც ჩანს საკმარისზე ზედმეტად დამეგობრდნენ ერთმანეთთან, რომ ევროკავშირის სამიტზე ჟურნალისტების და სამიტის სტუმრების ყურადღება მიიქცია.
41 წლის მაკრონი და 34 წლის მარინი ერთმანეთს ეკურკურებოდნენ, ლოყაზე კოცნიდნენ ერთმანეთს და ზედმეტად ყურადღებას იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ.აღსანიშნავია, რომ ფინეთის ახალგაზრდა პრემიერისთვის ეს დებიუტია ბრიუსელის სამიტზე.
ბრიუსელის ორდღიან სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები განიხილავდნენ კლიმატის ცვლილებას, ევროკავშირის ბიუჯეტს, Brexit-ს, რუსეთის სანქციებს და ევროზონის საკითხებს. ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის სანა მარინია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.
სანა მარინი ტრანსპორტის მინისტრი იყო. პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურა სოციალურ დემოკრატიულმა პარტიამ ანტი რინეს გადადგომის შემდეგ დააყენა.
აღსანიშნავია, რომ ფინეთის კოალიციურ მთავრობაში ოთხი პარტიის ხელმძღვანელი ქალია, აქედან სამი 34 წლისაც არ არის-„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი ლი ანდერსონი, რომელიც 32 წლისაა, „მწვანეთა ლიგის“ ლიდერი 34 წლის მარია ოჰისალოა, „ცენტრისტული პარტიის“ ხელმძღვანელი 32 წლის კატრი კულმუნია.
ემანუელ მაკრონისგან მსგავსი საქციელი არახალია, ბევრს ახსოვს 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე როგორ ეკურკურებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ხორვატიის პრეზიდენტს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე გვერდით ჰყავდა. 909 4-ს მოსწონს
|