x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
მეცნიერები: გარდაცვალების მომენტში ადამიანი მომხდარს ათვიცნობიერებს
image

შეერთებული შტატების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს სრულად შეუძლია გააცნობიეროს სიკვდილის დრო, ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. მკვლევარები ამ დასკვნამდე მივიდნენ 5000 პაციენტის მონაცემების ანალიზით, რომლებიც კლინიკური სიკვდილის შემდეგ გადარჩნენ.


ექსპერტები ამბობენ: გარდაცვალების შემდეგ სხეული წყვეტს სიცოცხლის ყველანაირ ნიშანს, ცნობიერება კი აგრძელებს ფუნქციონირებას. ევროპისა და აშშ –ს კლინიკებში გულის გაჩერების შემდეგ პაციენტების მდგომარეობის შესწავლისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის დროს ცნობიერება შენარჩუნებულია. გულის გაჩერება ითვლება სხეულის ბიოლოგიური სიკვდილის ნიშნად, რადგან ამ ორგანოს მუშაობის შეწყვეტის გამო, სისხლი აღარ შედის ტვინში. ეს ხდება ძალიან მოკლე დროში.


„სხვა სამყაროდან დაბრუნებულების" ჩვენებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პაციენტთა უმეტესობამ საკუთარი თვალით დაინახა გარშემო მომხდარი სიტუაცია, რაც დასტურდება იმ ადამიანებისგან, ვინც გარშემო იმყოფებოდნენ.



რეალობაში დაბრუნებული პაციენტების ჩვენებები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ყველა ამბობს, რომ გარდაცვალების პერიოდში მათ განიცადეს სიმშვიდე, ასევე, შეეძლოთ აღეწერათ ექიმები და ექთანები, გაეხსენებინათ მათი საუბრები.


გამოკითხულთა შეფასებების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, გულის გაჩერების პერიოდში განიცდიან ძლიერ ტკივილს. კლინიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანები უფრო ხელგაშლილები ხდებიან: ისინი აქტიურად იწყებენ სხვების დახმარებას და მათი ცხოვრება ახალი მნიშვნელობით ივსება

1
1144
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
1144
  
2019, 13 დეკემბერი, 2:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1