შოუბიზნესი ვარსკვლავების მეორე ნახევრები, რომლებიც სელებრითების ცოლებივით საერთოდ არ გამოიყურებიან 2019, 10 დეკემბერი, 11:58 როგორც წესი, მდიდარი და ცნობილი მამაკაცები თითქმის ყოველთვის ლამაზი და სექსუალური ქალბატონებით არიან გარემოცული, რომელთა ხილვაც არაფრით გამორჩეული გარეგნობის მქონე სუსტი სქესის წამომადგენლებთან პრაქტიკულად შეუძლებელია. სრულებით ბუნებრივია, რომ სილამაზის შესახებ ყველას ინდივიდუალური წარმოდგენა და შეხედულება გააჩნია და ამ სტატიაში განსახვავებული შეხედულებების გამო არავის განკითხვას არ ვაპირებ. უბრალოდ, გთავაზობთ 6 ცნობილი მამაკაცის მათთვის სრულიად "შეუფერებელ" მეორე ნახევრებს, რომელთა შესახებ შეიძლება თქვენ აქამდე ჯერ არაფერი გსმენიათ.მარკ ცუკერბერგი და მისი ცოლი პრისცილა ჩანიპლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი თავის კლასელზეა დაქორწინებული, რომელიც 2004 წელს გაიცნო. როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მარკი ფეისბუქის შექმნაზე მუშაობას იწყებდა, პრისცილა იყო სწორედ იმ ერთ-ერთთაგანი, ვინც მას ყოველთვის მხარს უჭერდა და გვერდით ედგა. წყვილი ქორწინებადე ერთად დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრობდა.მარკის სიტყვების თანახმად, პრისცილამ ის პირველ რიგში, თავისი უბრალოებითა და გულწრფელობით მოხიბლა. დიდძალი ქონების ახალგაზრდა მფლობელის მსგავსად, ასევე თავად გოგონაც ძვირფასი ნივთების მიმართ სრულიად გულგრილია.ჰიუ ლორი და ჯო გრინიჰიუ, რომელიც კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმად არის აღიარებული, წლებია, თეატრის ადმინისტრატორზეა დაქორწინებული. წყვილი ერთმანეთს 80-იანი წლების შუა პერიოდში შეხვდა და დღემდე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. "ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვმეგობრობდით, შემდეგ კი, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ერთმანეთს ვხვდებოდით, " - ამბობს მსახიობი. - გაინტერესებთ, რამ მომხიბლა ჯოშში? მე მომწონს ლოგიკურად მოაზროვნე ქალები."შეყვარებულები 1989 წლის ზაფხულში დაქორწინდნენ, ცნობილ წყვილს სამი შვილი ჰყავს. "წლებთან ერთად ჩვენი ქორწინება კიდევ უფრო მეტად მყარდება, " - ამბობს 60 წლის ჰიუ, - 30 წელი დიდი დროა, განსაკუთრებით კი ჩვენს დროს, როდესაც ოჯახები ქორწინებიდან თითქმის ერთ წელიწადშივე ინგრევა."პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტიწარმოშობით ირლანდიელი აგენტი 007 ერთი პერიოდი ცნობილ ლამაზმანებს - ჰოლი ბერისა და დენის რიჩარდსს ხვდებოდა, თუმცა, საკურთხეველთან არაფრით გამორჩეული ჟურნალისტი მიიყვანა. სანამ წყვილი 2001 წელს დაქორწინდებოდა, მანამდე ერთმანეთს შვიდი წლის განმავლობაში ხვდებოდა. იმ დროისთვის მათ უკვე ორი შვილი ჰყავდათ.პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი დღესდღეობით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე საკუთარ ფეშენებელურ სასახლეში ერთმანეთით ტკბებიან და სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი, კილის სხეულის მისამართით გაკეთებულ მრავალრიცხოვან უარყოფით კომენტარს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ. "ის, მილიონში ერთია, " - ამბობს პირსი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ის სწორედ მე ვიპოვე."სერგეი ბრინი და ანა ვოიჟიტსკიGoogle- ის თანამფლობელი, რომელიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში, საპატიო, მე-16 ადგილს იკავებს, თავის მომავალ მეუღლესთან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დამეგობრდა. სერგეი (შეგახსენებთ, რომ სერგეი ბრინი მოსკოვიდან არის) სტენფორდში, ანა - კი, იელში ბიოლოგიას სწავლობდა. მათ ხელი 2007 წელს ბაჰამის კუნძულებზე მკაცრად გასაიდუმლოებულ ატმოსფეროში მოაწერეს.ანა ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მეცნიერია, რომელიც ძირითადად გენეტიკის სფეროში კვლევებით არის დაკავებული, ის ადამიანებს იმის გარკვევაში ეხმარება, სამომავლოდ თუ რომელი დაავადებებისადმი ექნებათ მათ განსაკუთრებული მიდრეკილება. როგორც ამბობენ, სერგეი მეუღლის პროექტების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს და მის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერადაც ითვლება.ჰიუ ჯეკმანი და დებორა - ლი ფერნესისიმპათიურ ჰიუს, ურთიერთობაზე ალბათ, უარს პლანეტის არც ერთი ქალი არ ეტყოდა, თუმცა, აგერ უკვე 20 წელზე მეტია მისი გული მხოლოდ დებორა ლი-ს ეკუთვნის, რომელიც მასზე 13 წლით უფროსია. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, დებორა საკმაოდ მოთხოვნად მსახიობად ითვლებოდა, ხოლო აი, ჰიუ კი, ცნობილი თითქმის არავისთვის იყო."უნდა ვაღიარო, რომ ურთიერთობაში ასაკობრივ სხვაობას მნიშვნელობა ნამდვილად აქვს. თუმცა, ჰიუ ჩემზე ყოველთვის ბევრად უფრო მოწიფული იყო, სწორედ ამიტომ ვაბალანსებთ ჩვენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. მაშინაც კი, როცა ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს, - გულშემატკივარი პაპარაცები ყველგან თან დაგვდევენ და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ, - მაინც არასდროს მინანია იმის გამო, რომ ჰიუს ცოლად გავყევი, "- ამბობს დებორა-ლი.ჯოშ ჰოლოუეი და იესიკა კუმალასერიალ "დაკარგულების" ვარსკვლავი ჯოშ ჰოლოუეი 2004 წლიდან, ინდონეზიის მკვიდრზეა დაქორწინებული. მსახიობი სამაგალითო მეოჯახე და მზრუნველი მამაა, რომელიც საყვარელ მეუღლესა და შვილებს დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მზრუნველობასა და ყურადღებას არასდროს აკლებს."დიახ, ქალებს მოვწონვარ, და ისინი მეც ძალიან მომწონს, სისულელეა, ეს რომ არ ვაღიარო, " - ამბობს გულახდილად მსახიობი, - მაგრამ ჩემს მეუღლეს სჯერა ჩემი და იცის, რომ მე საკუთარ თავს სუსტი სქესის მიმართ მსუბუქი ფლირტის გარდა, სხვა არაფრის უფლებას არ მივცემ."1588 შეფასება არ არის |