x
image
მაია 24
რა უნდა ვქნათ 12 დეკემბრის სავსემთვარეობისას, რათა ფული და სიყვარული მოვიზიდოთ - ასტროლოგის რჩევა
image

ასტროლოგი ხათუნა ნოელი "ფეისბუქში" 12 დეკემბრის სავსემთვარეობასთან დაკავშირებით წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:


"12 დეკემბერს სავსემთვარეობაა ტყუპებში, მისი მმართველი მერკური მშვილდოსანს გადის, მზეც იქვეა და ოპოზიციას აკეთებს მთვარესთან. დაძაბულ ენერგებს და შესაძლოა შფოთვასაც ჯერ კიდევ წინა დღეს იგრძნობდით. ეს კიდევ 2 დღე გაგვყვება, და ნერვებს უნდა მოვუფრთხილდეთ. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ტყუპებში და მშვილდოსანში მე-20 გრადუსზე გვყავს პლანეტები.


image


ამ განლაგების პარალელურად ვენერა - სატურნის შეერთებაც ამწვავებს სიტუაციას, გრძნობებში სიცივეს იწვევს, ფინანსებში კრიზისს. არადა, თუ სწორად გამოვიყენებთ ამ ენერგიებს, პირიქით, მაქსიმალურად სასიკეთო შედგეგების მოტანა შეუძლია - ფინანსების კუთხითაც და სასიყვარულო ურთიერთობებშიც - გარანტირებული სტაბილურობის.


როგორ?


სავსემთვარეობის ფაზაზე პრინციპში რაღაც სრულდება, რაღაც საბოლოო წერტილამდე მიდის ყოველთვის. ამიტომ ახლა დროა, ძველი მივიყვანოთ ბოლომდე, დავაბინავოთ, ადგილი მივუჩინოთ და ეს გავაკეთოთ საკმაოდ ტყუპურად - ანუ არანაირი ზედმეტი ჩაციკვლა, არანაირი ჩაფრენები და გამობღაუჭებები. თუ რაიმე ჩვენი ცხოვრებიდან წასასვლელია, გავუშვათ და ახლისთვის მოვემზადოთ, რაც ჩვენია, უსათუოდ დაგვიბრუნდება და მერე მტკიცედ ჩვენი იქნება. თუ არადა, ნურც! იმიტომ რომ წინ ისედაც გრანდიოზული ცვლილებები გველის! უკვე მთვარის მომდევნო ფაზაზე, რომელიც მზის დაბნელებას ემთხვევა. და ახლა რაც ხდება, ფაქტობრივად, ყველაფერი ამ დაბნელების მოსამზადებელი ეტაპია.


image


და ნუ შეგეშინდებათ, ვინაიდან იქ, წინ საკმაოდ კარგი ამბები ხდება. თუმცა ეგ უკვე სხვა ისტორიაა და მაგაზე ჩვენ სხვა დროს უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ".


ასევე ნახეთ:


9-16 დეკემბერს სენსაციურ საიდუმლოს ყველა გაიგებს - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი


დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან


"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში


ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით


რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

1
4695
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
4695
  
2019, 10 დეკემბერი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1