x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გამბიური, ზაზუნასებრი ვირთხა, რომელიც ბრწყინვალე გამნაღმველია და ეფექტურადაც იყენებენ გამნაღმველები
imageგამბიური, ზაზუნასებრი ვირთხა ცხოვრობს აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. საცხოვრებლის შერჩვისას ისინი ცდილობენ შეარჩიონ ადგილი, სადაც მუდამ ჩრდილია, რადგან აფრიკაში ცხოვრების მიუხედავად, მათ არ უყვართ მაღალი ტემპერატურა.

მაღალი ტემპერატურის გამო ისინი აქტიურობენ ღამით და საცხოვრებელსაც მხოლოდ ღამით ტოვებენ.
საცხოვრებლად კი შეუძლიათ აირჩიონ ხის ფუღურო ან ნაპრალი, რომელსაც აფართოებენ, შიგნით საცხოვრებელს იწყობენ და დამატებით გასასვლელებსაც აკეთებენ.

ხშირად ადამიანების საცხოვრებელთან იწყობენ საცხოვრებელს და ადამიანებს უამრავ პრობლემას უქმნიან.
როგორც წესი, მამალი ვირთხა მარტო ცხოვრობს, ხოლო დედალი ვირთხა შთამომავლობასთან ერთად ცხოვრობს.
მამალი ვირთხა მუდამ მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორია.

გამბიური ანუ გიგანტი ვირთხა, როგორც მას უწოდებენ აფრიკაში, სიგრძით 90 სანტიმეტრამდე იზრდება და წონით 1, 5 კილოგრამამდეა. ზაზუნასებრს კი ყბების გვერდით ზაზუნასავით სპეციალური "ჩანთის" არსებობის გამო ეძახიან. სწორედ ამ "ჩანთის" წყალობით მას შეუძლია საათნახევრის განმავლობაში საცხოვრებელში გადაიტანოს 3 კილოგრამამდე სანოვაგე.
გამბიურ ვირთხას წარმოუდგენლად ძლიერი ყნოსვა აქვს, რის გამოც გახდა ის გამოყენებადი და სასარგებლო. გამბიური ვირთხა საკვების მარაგს აგროვებს ბუნაგში და შიმშილი რა არის, არ იცის.

უნდა ითქვას, რომ გამბიურ ვირთხას სიცხესთან ერთად სიცივეც არ უყვარს. მოსახლეობასთან ახლოს ცხოვრებით კი როგორც მოგახსენეთ, უამრავ პრობლემას უჩენს ადამიანებს, რადგან ქოხებიდან საკვებს იპარავს და ფერმერებს მოსავალს უნადგურებს.

მართალია გამბიურ, ზაზუნასებრ ვირთხებს საკვებად იყენებენ აფრიკაში, რადგან, როგორც ამბობენ ძალიან მსუყე ხორცი აქვს, ამ პოპულაციას კარგი გამრავლების გამო საფრთხე არ ემუქრება.

გამბიური ვირთხის უნიკალური თვისების, იდეალური ყნოსვის დაფიქსირებისთანავე 1997 წელს შეიქმნა სპეციალური ორგანიზაცია, სადაც ამ ვირთხებს წვრთვნიან ნაღმის აღმოჩენაზე და გაწვრთვნილ ვირთხებს ჰყიდიან იმ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს ან საომარი მოქმედების ზონა იყო.
ვირთხა სუნით აღმოაჩენს ნაღმს და მის ირგვლივ მიწის გათხრას იწყებს, რაც გამნაღმველს სამუშაოს უადვილებს, თან ვირთხის წონა არაა საკმარისი ნაღმის დეტონატორის ასამოქმედებლად.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ვირთხა ორიოდე დღეში ხდება გამნაღმველი, მის გაწვრთნას 7 თვემდე სჭირდება. ვირთხა არაა აგრესიული და მალევე ეჩვევა პატრონს.
თუმცა მათი მოვლა მოითხოვს შემდეგ პირობებს: ვრცელი ვოლიერი, სადაც სიცხე არ შეაწუხებს და ვოლიერის კონსტრუქციის გადაღრღნას ვერ შეძლებს.
გარდა ამისა, მათ სჭირდებათ გასეირნება.
ველურ ბუნებაში გამბიური ვირთხა დიდხანს ვერ ცოცხლობს, ვოლიერში საჭირო პირობების დაცვის შემთხვევაში კი 8 წლამდე ცოცხლობს.

0
743
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
743