საზოგადოება შემოქმედებითი ბლიცი 2019, 9 დეკემბერი, 1:32
მსოფლიო მაშტაბით სახელოვნებო ასპარეზზე იმდენი ხელოვანი წარმოშვა სამყარომ, რამდენი პიგმენტული ფერის ტონალობაც მხატვრობამ პალიტრაზე ასახა და რეალურად იგი კიდევ უამრავ მის კონტურულ ლაციცს გამოსახავს, თუმცა ახლა ერთი ახალგაზრდა თბილისელი სცენოგრაფის არტფიგურას წარმოგიდგენთ, რომელიც მის აქტიურ საქმიანობაზე თავად ნინო თათარაშვილი გულწრფელად გვიყვება და ის უკვე ჩვენი დროის შემდგარი აქტუალური ხელოვანია.
(ერიკ ემანუელ შმიდტის მიხედვით- ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი. რეჟისორი: მამუკა ტყემალაძე. კოსტუმირება და სცენოგრაფია: ნინო თათარაშვილი).
მ.ჟ. - გაეცანით ფართო აუდიტორიას ისე, როგორც გინდათ რომ ისინი გიცნობდნენ? რ. - ნინო თათარაშვილი- სცენოგრაფი, მოყვარული ფოტოგრაფი. ( მოყვარული ფოტოგრაფი: ნინო თათარაშვილი). მ.ჟ. - რა პერიოდში არის განსაზღვრული, რომ დაინტერესებულმა პირმა სახვითხელოვნებას დაეუფლოს? რ. - მე ვთვლი, რომ ორი წელი საკმარისია მაგისთვის, მე მაგალითად 9 წელი ვისწავლე, ჯერ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში 4 წელი მოდელირებაზე და შემდგომ თეატრალურ უნივერსიტეტში სცენოგრაფიაზე 5 წელი.ჩემთვის ბევრია, დაკარგულ დროდ მიმაჩნია, მაგ დროში მესამე პროფესიასაც დავეუფლებოდი, განათებას ვისწავლიდი სისმოვნებით. მ.ჟ. - თქვენს შემთხვევაში საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენა, რომელ ამპლუაში უკეთესად იკვეთება, როგორც აქტიური ხელოვანი თუ როგორც მოქმედი ხატვის პედაგოგი? რ. - როგორც მოქმედი ხელოვანი რა თქმა უნდა, მაგის გარეშე მგონია ვერცერთ სფეროში მით უმეტეს როცა შენს თავზე იღებ იმ პადუხისმგებლობას, რომ ვიღაცას რაღაცას ასწავლი, მითუმეტეს ბავშვსს, არამგონია ხარისხიანად გამოვიდეს, შენ თვითონ თუ არ მუშაობ მუდმივად, არ მუშაობ საკუთარ თავზე, შედეგი არამგონია რამეში გქონდეს, ნუ რა თქმა უნდა ვგულისხმობ მაღალ შედეგს. (რეჟისორი: ნინო ბურდული.კოსტუმირება და სცენოგრაფია: ნინო თათარაშვილი). მ.ჟ. - ფერების ხასიათის მიხედვით, რომელი ტონალობის სინთეზი სჭარბობს თქვენში და რამდენ ფერს იყენებთ, როცა კი ხატავთ? რ. - არ ვიცი, როდესაც მეკითხებიან რომელუა შენი საყვარელი ფერი, ყოველთვის ვპასუხობ ყვუთელს, რაც შეეხება ფერების გამოყენებას ჩემს ნამუშევრებში მაგასაც გააჩნია, როდესაც თიხის ფიგურებზე ვმუშაობ, რომლებსაც ტიპიჩიკ_ს ვეძახი, მაგათთან ყველა ფერს ვიყენებ და ზოგადად მიყვარს ფერადივნება, თუმცა სცენოგრაფიაში და როცა სპექრაკლისთვის ვაკეთებ კოსტუმებს იქ ფერების რაოდენობა მწირი მსქვს ხოლმე, მაგრამ გააჩნია სოექტაკლსაც, ასე ძნელია თქმა და ჩამითვლა ფერთა გამის შეუძლებელია. ( თიხის ხელნაკეთი ფიგურები: ნინო თათარაშვილი). (პრინცი ჰომბურგი, ჰაინრიჰ პონ კლაუსტის პიესის მიხედვით. კოსტუმირება: ეკატერინე სოლოღაშვილი.სცენოგრაფია: ნინო თათარაშვილი.რეჟისორი: გოჩა გორგოშიძე). მ.ჟ. - გაჩენის დღიდან: ფერი ჰქმნის მუსიკას, მელოდია ლექს თუ რიმა მხატვრობას? რ. - ამ კითხვიდან გამომდინარე ასე დავალაგებდი, თორემ ვთვლი რომ ყველაფერი სიცარიელიდან მოდის, თუმცა სიცარიელეში არაფერს არ ვგულისხმობ, დატვირთული სიცარიელე ვიგულისხმე რომელიც ჩვენშია.ასე ვიტყოდი მოკლედ: ფერი არ შეუქმნია ადამიანს რომელიც ბუნებაშია, არის თვითმყოფადი და ჩვენ გვაძლევს ენერგიას, იდეებს რასთან რა დავალაგოთ არამარტო მხატვრობაში, ცხოვრებაშიც, ნებისმიერ საკითხთან დამოკუდებულებას გვკარნახობს ბუნება, შეიძლება უპატარავესი ბუზის მოძრაობამ გიკარნახოს იმ დღის რაღაც საკითხი როგორ გადაჭრა, ასევეა ხმებთან დაკავშირებით, მგონია ვინც მუსიკას აკეთებს ასეთივე მიდგომა აქვს, ასე რომ ჩემი აზრით ყველაფერი ერთმანეთთან პარალელურ ხაზებზე დალაგდა და ერთად წამოვიდნენ ჩვენს სამყაროში, თუმცა შეიძლება რომ მუსიკა იყოს ინსპირაციის წყარო ან პირიქით, ამაში არაფერი ახალი არა არის. მ.ჟ. - იმ მოსწავლის ნახატი, რომელსაც თვლით, რომ მას ვიზიტორები სამომავლოდ სამუზეუმო ექსპონატად ვიხილავთ? რ. - ასე ვერ ვიტყვი, ჩემი მოსწავლეები ჯერ ძალიან პატარები არიან, ზრდასრული ხალხიც რომ იყოს ვერ იტყვი წინასწარ ვინ სად როდის როგორ გამოავლენს საკუთარ თავს, ჩემი აზრით არც არის მნიშვნელოვანი მაგაზე ფიქრი, შეიძლება ბავშვს ქონდეს მონაცემი, ანუ ტექნიკურად კარგად ხატავდეს, მაგრამ არ იყოს შემოქმედებითი ნატურა, რაც ყველა შემოქმედისთვის და ჩემთვისაც უფრო მნიშვნელოვანია ეგ ვიდრე ბრჭყალებში კარგად ხატვა, მაგალითად მოდის მშობელი და მეუბნება, რომ მის შვილს არც ისე კარგად გამოსდი ხატვა და ამ დროს აღმოჩნდება რომ ეს ბავშვი ისე ალაგებს ფერებს, ისეთი თავისუფალი სამყარო აქვს, ფანტაზია და ხაზები, ფორმები ჩვეული გაგებით უცნაური, რაც მისი მშობლის გაგებით არასწორია.ამ დროს საოცრად შემოქმედებითი და თვითმყოფადია, გაოგნებული ვრჩები ამას როგორ ვერ ხედავენ ხოლმე, ასე რომ რომელიმე მუზეუმში გამიფენაზე არაა, ძალიან ბევრი ჩვენთვის უცნობი მხატვარი დარჩენილა მუზეუმის გარეთ, თუმცა ყოფილან დიდი მხატვრები და არა მარტო მხატვრები, ამაში დარწმუნებულივარ. ( ნახატი:-ყინულის დედოფალი, ნატალი აბაშიძე. 6 წლის). ( ნახატი: პეიზაჟი, გიორგი ხასია.8 წლის). მ.ჟ. - ბუნების ყველაზე დიდი შემოქმედის პროფესია რომელია? რ. - არქიტექტურა. მ.ჟ. რომელი მხატვრის შედევრს დაიდებდით თქვენს ბინაში რელიკვიად? რ. - ფრანგი იუველირის, რენე ლალიკის სამკაულს ვიქონიებდი ან სამკაულებს, სიამოვნებით. მ.ჟ. - და კიდევ, სად მდებარეობს სახვითი ხელივნების სამშობლო? რ. - კოსმოსში. მ.ჟ. - დასასრულს, ვიდრე სამერმისოდ კვლავ შეხვდებით ერთმანეთს, საბოლოო ფიქრად, რას გვეტყოდით ახალს და რომელი ციტატით დაგვემშვიდობებოდით? რ. - “ ყველაფერი ჩვენს ხელშია", მართალია ეს ფრაზა დიდ პასუხისმგებლობას გვკიდებს ამ სამყაროში, მაგრამ რეალობაა. ( შექსპირის ჰამლეტი. კოსტუმირება: ნინო თათარაშვილი. სცენოგრაფია და რეჟისურა: ამირან ამირანაშვილი). ჯორჯიანა მოქალაქე ჟურნალისტი 7.12.2019 თბილისი/საქართველო პ.ს. ფოტო რესურსი გამოყენებულია ქ-ნ ნინო თათარაშვილის არქივიდან, ინტერვიუ კი ონლაინრეჟიმში მესიჯის ფორმატში ჩაიწერა. 70 შეფასება არ არის
|