საზოგადოება შემოდგომის ლეგენდა 2019, 3 ოქტომბერი, 20:42 მის შესახებ უმარავი გამოსამშვიდობებელი სიტყვა თუ მოგონება დაიწერა, მაგრამ ამ რომანიკულმა ფოტოჩანახატმა იმდენად მომნუსხა და სევდაც მონაბერი სიოსავით გამითბო, რომ მეც გადამაწყვეტინა საჯაროდ ამ ბუმბერაზი კომპოზიტორისადმი მიძღვნილი სამძიმარი ლეგენდარული ფრაგმენტით გამომეხატა, რომლის ავტორებიც ელენე და მარიამ ღვინეფაძეები გახლავთ.(წყარო: espersona.ge/ეS პერსონა). ყანჩელის სახელი იმდენად მაშტაბურია მსოფლიო მუსიკის მემკვიდრეთა ნუსხაში, რომ მისი სიმბოლური სტატუსი მთავარ ადგილს იკავებს იმ სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის სიაში, რომელიც ერს ჰიმნის, დროშისა და ანბანის შემთხვევაში გააჩნია და ენიჭება.მოწყვეტილ ხანდაზმულ ოსკარს მარადიული სიმფონიის ფონზე დაუვიწყარი სიცოცხლე ჰხვდა წილად, რომლის მემკვიდრენიც მხოლოდ ის რჩეულები არიან, ბუნებაში რომ ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებულებს ვეძახით და შემოდგომის ლეგენდარულ მაესტროს კი ამ პოეტური ეპიზოდით გამოვემშვიდობები- ის აქ არის, ამბობს ქარიც და მასავით მღერის ქნარიც, უჟამობა არ სცვლის საწყის, მხოლოდ საგნებს მიჰყრის-მოჰყრის.
ჯორჯიანა მოქალაქე ჟურნალისტი 3.10.2019 ჯირონე/იტალია 46 შეფასება არ არის
|