ვარსკვლავები სტილის ინსპირაცია წლის ყველაზე მოდური სამეფო ოჯახის წევრისგან 2019, 6 დეკემბერი, 17:59 სტილი ქალბატონებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების მხრიდან მისი შეფასებისას. მით უმეტეს, როცა საქმე ცნობად ქალს ან სამეფო იჯახის წევრს ეხება. ესპანეთის დედოფალი ლეტიცია თანამედროვე სამეფო ოჯახების წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განხილვადი ქალბატონია. გარდა იმისა, რომ ის ესპანეთის პირველი არადიდგვაროვანი დედოფალია, მის ბევრ საქციელს უწოდებენ ექსტრავაგანტულობას და ის ხშირი განხილვის ობიქეტია, როგორც შრომისმოყვარეობით, ასევე მისი პიროვნულობით და მათ შორის სტილით. დედოფალმა წარმატებით მოახერხა თავის დამკვიდრება როგორც, ერთ-ერთმა ყველაზე გემოვნებიანმა და დახვეწილი სტილის მქონე ქალმა. ის წარმატებებით ახერხებს სამეფო პროტოკოლის დაცვას და თუ იშვიათად მის დარღვევას გადაწყვეტს, ესეც არანაკლებ წარმატებით გამოსდის და მისი ჩაცმილობა არასდროს არის ვულგარული, გამომწვევი ან ღონისძიებისთვის შეუფერებელი. დედოფალი უკვე 47 წლისაა, თუმცა ეს მის გარეგნობაზე და გარდერობზე სულაც არ ასახულა. ის წარმატებით ახერხებს იყოს ახალგაზრდული და ამავე დროს ელეგანტური.
არაჩვეულებრივად ირგებს როგორც მონოქრომულ, ასევე პრინტებიან სამოსს. ფერადი კაბები, ქვედაბოლო და პერანგი მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია. ასევე, წარმატებით ირგებს შარვალს და პიჯაკს. დედოფალ ლეტიციას ლუქები ხშIრად გამხდარა სხვა ქალბატონების ინსპირაციის წყარო. 222 1-ს მოსწონს
|