კინო ის რასაც კინოში ვერ ნახავთ 2012, 3 აგვისტო, 2:47 მაინტერესებს ხოლმე რა ხდება კულისებში კინოს გადაღების დროს, ასევე ის კადრები რომელიც კინოში ვერ მოხვდა.ყოველთვის ვხალისობ ისეთ კინოებზე რომლის დამთავრების შემდეგ როდესაც ტიტრები ადის, უჩვენებენ კადრს მიღმა დარჩენილ მომენტებს. მაგალითად:ესეთი კადრები არის ჯეკი ჩანის აბსოლუტურად ყველა კინოს დამთავრების დროს
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ცოტა გავერთოთ კინოს მოყვარულები ესეთი საინტერესო კადრებით.
1. ეს კინო ბევრ გექნებათ ნანახი, კერკეტი კაკალი-ს პირველი ნაწილი, საინტერესო კადრია, როდესაც ჯონ მაქტირნანი(რეჟისორი) აჩვენებს ალან რიქმანს თუ როგორ უნდა დაუმიზნოს ბრიუს უილლისს:))) ![]() 2.საინტერესო კადრებია ტიტანიკის გადაღებები, ჯეიმს კამერონის მითითებები ყველამ იდეალურად შეასრულა და იმიტომაც 11 ოსკარი მოიპოვა:)) ![]() ![]() 3. მატრიცის გადაღების დრო იმდენად ბევრია კომპიუტერული ჩარევა კინოში, რომ ნამდვილად არ მეგონა ამდენი მოწყობილობები თუ სჭირდებოდა ჰაერში ფრენას, მაგრამ მგონი დღესდრეობით ესეთი მოწყობილობებიც აღარ სჭირდებათ, ამას ყველაფერს კომპიუტერული პროგრამა აკეთებს:)) ![]() რა ამბავია, რა ხდება:))) ![]() ძალიან ბევრი ნიღაბი დასჭირთად რომ ძალიან ბევრი მისტერ ანდერსონი გამოსულიყო:))) ![]() ![]() როდესაც მატრიცას უყურებთ ეს კადრი გაიხსენეთ:))) ![]() 4. დაუვიწყარი ფილმის “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“. ეს კადრი ვისაც გახსოვთ კინოში რა რომანტიულია, რა მყუდროა და თურმე უკან რამდენი ხალხი უდგას:)))))))))))) ![]() 5. ეს კადრიც ალბათ გახსოვთ ფილმ ინდიანა ჯონსიდან:)) რა მაგარი გადამღები ჯგუფი მოსდევს გაქანებულ მანქანას სადაც ინდიანა ჯონსი ცდილობს მანქანაზე აძრომას(ეს თავისთავად კასკადიორია და არა ჰარისონ ფორდი) ![]() 6. რობინ ჰუდის გადაღების დროს ეტყობა, რომ მაგრად ერთობოდნენ მსახიობები:))) ![]() 7. ჰარი პოტერის გადაღება, უბრალოდ დააკვირდით რამდენი რამის დამონტაჟებაა საჭირო რომ ერთი პატარა კადრი გადაიღონ. ![]() 8. მოდით ამ უნიკალურ კადრს უკომენტაროდ დავტოვებ ![]() 9. გადასაღები მოედანი ფილმის “უკან მომავალში -2 “ კინო ვისაც გაქვთ ნანახი ნამდვილად ვერ მიხვდებოდით ალბათ რომ ესეთი პატარა მოდელის მატარებელი და მანქანა იყო შექმნილი მეორე ნაწილში:))) ![]() 10. კადრი ფილმიდან “კრავთა დუმილი“ ![]() 11. მაგარი სურათი, რეჟისორი სტივენ სპილბერგი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად, შინდლერის სიის გადაღების დროს ![]() მოგეწონათ? აღნიშნეთ:)) 624 9-ს მოსწონს
|