კინო კინოში დაშვებული შეცდომები 2 2012, 2 აგვისტო, 13:40 ამ სტატიაში განახებთ იმ კინო სიუჟეტებს, რომლებშიც ერთი შეხედვით თითქოს შეცდომა არსად ჩანს, მაგრამ ბევრი რაღაც რაღაცეები მაინც არ ემთხვევა:))) მაგალითად:
1. ეს ოსკაროსანი ფილმი გლადიატორი ყველას გვაქვს ნანახი, ეს მომენტიც გვახსოვს, სადაც მაქსიმუსს გვერდით მოუძღვება ჩვეულებრივი ძაღლი.(ბევრ კადრში ჩანს კიდევ ეს ძაღლი) თითქოს გასაკვირი ამაში არაფერია, მაგრამ ეს ხომ გერმანული ნაგაზია რომელიც მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიყვანეს ამ ჯიშის ძაღლი და უნდოდა ამ დროში???:)))))))
2. ალბათ მიხვდით, რომ ეს კადრიც გლადიატორიდან არის.ეს ის მომენტია როდესაც ერთ ერთი შერკინების დაწყების წინ დაარიგეს კარგად დაბეჭდილი სარეკლამო ფურცლები. ამაში თითქოს არაფერი არ არის საკვირველი, მაგრამ ფურცელზე ბეჭდვა და საბეჭდი მანქანა გამოიგონეს მხოლოდ 1568 წელს, გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა:))) და ასევე ეს კადრიც, როდესაც მაქსიმუსი სახლში ბრუნდება, კარგად ჩანს მინდორში ტრაქტორის ნაკვალები, რა უნდოდა მაგ დროს ტრაქტორს:))))))))) არა ეს პროტექტორებიანი ჩექმები ნეტავი ვისია?? მაქსიმუსის არის თუ სხვა რომელიმე გლადიატორის?შეიძლება მაგ დროსაც იყო ეგეთი ჩექმები ეგეთი პროტექტორებით:))) 2. ეს კინოც ყველას გექნებათ ნანახი, ფილმი “ სიჩქარე“. ეს ის მომენტია როდესაც მეტროში არიან მარტო სანდრა ბალოკი და დენის ჰოპერი, რომელსაც ხელში უჭირავს ისეთი დისტანციური პულტი, რომ თუ ხელს გაუშვებს აფეთქება მოხდება, მაგრამ აი ამ დროს როდესაც ბორკილებს ადებს დენის ჰოპერი, ეს ასაფეთქებელი პულტი ვის უჭირევს ნეტავი????:))))))))))) რეჟისორს??:))))))))) 3. ეს გულის ამაჩუყებელი კადრი ყველას გაქვთ ნანახი, ნათლად ჩანს თუ როგორი ყინვა არის, თმები და ცრემლები მომენტალურად ეყინებოდათ, მაგრამ როდესაც დი კაპრიო ჩაყვინთავს ზღვის ფსკერზე, ქეით უინსლეტი საშველად სასტვენით უსტვენს მაშველებს, მას ჰქონდა სამაშველო სასტვენი რომელიც მეტალისგან არის დამზადებული და ვინმეს გიცდიათ ყინვაში გაყინულ მეტალზე ტუჩენბის ან ენის მიდება??:)))))))))) მომენტალურად მიგეწებებათ:)))) დააკვირდის როდესაც ამ კინოს ნახავთ:)) 4. ასევე გეხსომებათ ის კადრი როდესაც ფილმის გმირები გემის თავში დგანან და ამ დროს ზღვაში დელფინები მიცურავენ. ტიტანიკი ატლანტის ოკეანეში მიცურავდა, ის დელფინები კი მიეკუთვნებიან იმ დელფინების ჯიშს რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ წყნარ ოკეანეში ბინადრობენ:))) 5. კადრი ფილმიდან “ცუდი ბიჭები“ . გაიხსენეთ ის მომენტი როდესაც ფილმის გმირებს მაიკლ ლორის და მარკუს ბერნეტს ციხიდან გამოჰყავთ პროფესიონალ ჰაკერი იმისთვის რომ გატეხოს საიდუმლო მონაცემების ბაზა, ჰაკერმაც ეს ბაზა გატეხა და პოლიციელებს აჩვენა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მონიტორზე ნაჩვენებია არა გატეხილი ბაზის მონაცემები, არამედ “დრაივერი პრინტერისთვის“ :))))))))) იმედია მოგეწინათ და ცოტათი გაერთეთ კინოს შეცდომებით. 1283 15-ს მოსწონს
|