საზოგადოება უბედურების და სიღარიბის მაცნეები- რომელი ნივთებისგან უნდა გავათავისუფლოთ სახლი? 2019, 4 დეკემბერი, 14:52 ჩვენ შეიძლება ყოველდღე შეგვხვდეს ასეთი ნივთები სახლში და ყურადღება არც კი მივაქციოთ და არც ვიფიქროთ, რომ მათ შეიძლება ზიანი მოგვაყენონ. როგორც გაირკვა სახლში ჩვენთვის ნაცნობ ზოგ ნივთებს მხოლოდ პრობლემები და უბედურება მოაქვს ოჯახისთვის. ექსპერტებმა შეადგინეს ყოველდღიური ტოპ 10-ლი, რომელთა თავიდან აცილება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ყველა კარადაში, არის ძველი ფეხსაცმლელი და იქ ვინახავთ, რადგან არ გვემეტება გადასაყრელად. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ეს ყველაფერი გადაყაროთ, რადგან ის ნეგატიურ ენერგიას იზიდავს სახლში, იმ ნეგატიურ ენერგიას, რისი დაგროვებაც ფეხსაცმელმა შეძლო ტარებისას. დეფექტური და გატეხილი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ასევე, შედის იმ ნივთების რეიტინგში, რომელთა გადაყრაც საჭიროა. გაბზარული ჭურჭელი ნამდვილად არ მოგიტანთ სახლში ბედნიერებას, ასევე, არაა მიზანშეწონილი მწყობრიდან გამოსულიხ მოწყობილობების, სმარტფონების, უთოების, ტელევიზორების, მტვერსასრუტების და ასე შემდეგ სახლში შენახვა, რომლებიც უარყოფით ენერგიას გამოყოფენ და მხოლოდ პრობლემებს გვმატებენ. იგივე ეხება გატეხილ სარკეებს და ფოტოებს დეფექტებით. ბევრმა იცის, რომ გატეხილ სარკეებს უბედურება მოაქვს, ეს ასევე ეხება სარკეებს, რომელზეც პატარა ბზარები და ნაკაწრები არსებობს. ძველი გაცვეთილი ფოტოები დახეული კიდეებით, ასევე კარგია გადაყაროთ სახლიდან. ასევე არ უნდა იყოს სახლში დაგროვილი ნაგავი, მტვერი და სიბინძურე, რადგან თუნდაც გაურეცხავი ჭურჭლი ან დაბინძურებული ნაგვის ტომრები სახლში ქაოსსა და ნგრევას იზიდავს. ადამიანების ნივთებს, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები, შეუძლია უბედური ენერგია მოიტანოს თქვენს სახლში. თქვენ არ უნდა შეინახოთ ცარიელი ქილები, რადგან სამყაროს არ უყვარს სიცარიელე და ენერგიით ავსებს მას. ეს ენერგია კი ყოველთვის პოზიტიური არ იქნება. მცენარეებსაც კი შეუძლიათ სახლში ხელი შეუშალონ ბედნიერ ცხოვრებას. ეს არის ეკლიანი და ლიანების მსგავს მცენარეები. პირველი არის ბარიერები სახლში დადებითი ენერგიის შესასვლელად, ამიტომ ღირს მათი გატანა სახლიდან. ლიანები კი ქმნიან ცოცხალ კედელს, რომელიც ხელს უშლის უარყოფით ენერგიის გასვლას თქვენი სახლიდან. 1572 1-ს მოსწონს
|