საზოგადოებრივი პლასტიკატისგან დამზადებული კოვზების გამოყენება დაუშვებელია-გერმანელი მეცნიერების რეკომენდაცია 2019, 3 დეკემბერი, 13:36 სამზარეულოს ნიჩაბი, კულინარიული კოვზები, ქაფქირი და სხვა - თქვენ ალბათ უკვე ბევრ ასეთი რამეს ინახავთ სამზარეულოს უჯრებში, რომელიც დამზადებულია სითბომდგრადი პლასტმასისგან. ისინი უსაფრთხოა ანტიმიწვის კაპრიზული საფარისთვის, მაგრამ როგორც გაირკვა საშიშია ჯანმრთელობისთვის. ერთ დროს ყველა ოჯახის სამზარეულოში უჟანგავი ფოლადის, თუჯის თუ ემალის ჭურჭელი იყო. შემდეგ გამოჩნდა ტეფალის ტაფები და ჭურჭელი, რა დროსაც ლითონის კოვზების გამოყენება დაუშვებელია და იგი შეცვალა პლასტიკამ. როგორც აღმოჩნდა, ეს რეალური პრობლემაა. გერმანელმა მეცნიერებმა, გერმანიის ფედერალური უნივერსიტეტიდან შეაფასეს ის რისკები, რომელშიც ნათქვამია სურსათის უვნებლობის შესახებ მოხსენებაში და მკაცრი გაფრთხილება გააკეთეს: პლასტიკური ჭურჭლის გამოყენება უნდა აიკრძალოს. ფაქტია, რომ როდესაც პლასტიკის ჭურჭელი გათბობის შემდეგ იწყებს ტოქსიკური ოლიგომერების განოყოფას. ეს ნივთიერებები ხვდება საკვებში, შემდეგ კი ჩვენს ორგანიზმში. ტოქსინის გამოყოფა დაახლოებით 70 გრადუსისი შემდეგ იწყება, ტემპერატურა საკმაოდ მცირეა, . მაგრამ ჩვენ ხშირად ვიყენებთ მას მდუღარე საკვებში. "მრავალი სამზარეულოს ჭურჭელი მზადდება სინთეზური პლასტმასისგან მასალისაგან, რომლის წყალობით კოვზები, ნიჩბები და ქაფქირები უძლებს მაღალ ტემპერატურას. ეს მასალები შეიცავს ბევრ მავნე ტოქსინს, ”- ნათქვამია მოხსენებაში. პლასტმასიდან გამოყოფილი ტოქსინები გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე მრავალი კუთხით. ცხოველებზე ცდებმა აჩვენა, რომ "პლასტიკური" ტოქსინების ზემოქმედება ზრდის ღვიძლის, პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს და იწვევს უნაყოფობას. სხვათა შორის, სწორედ სამზარეულოში პლასტმასის ჭურჭლის ოდენობის მატებაა მიზეზი, რომელიც ექსპერტების დასკვნით ასოცირდება მამრობითი სქესის უნაყოფობასთან. პლასტმასის ნაწილაკები ჩვილების სისხლშიც კი გვხვდება და ეს ნამდვილად საშინელია. რა არის გამოსავალი? მაგალითად თუჯის ჭურჭელი კლასიკური, უსაფრთხო, გამოცდილი ვარიანტია. ასეთ ჭურჭელში მომზადებისას საკვები რკინის იონებით მდიდრდება და კიდევ უფრო სასარგებლო ხდება. აგრეთვე უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი მოსახერხებელია და დიდხანს გამოიყენება. ხარისხიანი ჭურჭელი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ჯანმრთელობას არ აზიანებს. მასში, პრაქტიკულად, ყველაფრის მომზადება შეიძლება.
ასევე დაგაინტერესებთ
244 2-ს მოსწონს
|