საზოგადოება
"შენ ნუ გვასწავლი ქალებს და გოგოებს, ვინ რა ორგანოებს შეგადაროთ" - ბაია პატარაია ირაკლი კობახიძეს
2019, 2 დეკემბერი, 19:40
უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად უნდა იცოდეს გოგოს ხელში რომელი ტრანსპარანტი დააჭერინოს და ბიჭს რომელი: "ჯერ ერთი, ბავშვი აქ არავინ არ არის, ყველა ზრდასრულია, მეორეც, ნაციონალებს არავინ დაუყენებიათ, ეს პროტესტი ავთენტური და სამოქალაქოა და მესამე, კობახიძე, შენ ნუ გვასწავლი ქალებს და გოგოებს, ვის როგორ მოგმართოთ და ვინ რა ორგანოებს შეგადაროთ. არაა ლ'ამასი მასეთი გოიმი ცენზურა, "- დაწერა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" "ქართული ოცნების" დეპუტატს ირაკლი კობახიძეს შენობაში შესვლა მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ საგანგებოდ მოწყობილ სირცხვილის კორიდორის გავლითა და შეძახილების ფონზე მოუწია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სასტუმროში გამართულ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციას ესწრებოდა.